ოლმო პიკეს, ფაბრეგასის, ალბასა და გარსიას გზაზე

ოლმო პიკეს, ფაბრეგასის, ალბასა და გარსიას გზაზე

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დანი ოლმოს დაბრუნებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, მშობლიურ კლუბში გადაბარგება თავად ფეხბურთელსაც სურს - ოლმო ჟერარ პიკეს, სესკ ფაბრეგასის, ჟორდი ალბასა და ერიკ გარსიას გზას ადგას, რომლებმაც "ბარსა" ასევე ახალგაზრდულ ასაკში, იმ იმედით დატოვეს, რომ ერთ დღესაც, ცხოვრების კლუბში დაბრუნდებოდნენ.

დანი "ლა მასიაში" 2007/14 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც კატალონიელთა აკადემია სპორტული მიზეზებით დატოვა და ზაგრების "დინამოში" გადავიდა, 2020 წელს კი გერმანიაში გადაბარგდა.

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბლაუგრანა" მის შეძენას მესამედ შეეცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 სექტემბერი 2021 21:49
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: rivaldo80
    კარგი იგროკია ესპანელია და ნაკრების შეუცვლელი წევრია ამ ევრიპაზე მაგარი იყო

    კი, ევროპაზე მართლა მაგარი იყო პედრისთან ერთად.

    კი საოცრებებს ჩასდიოდა
    --------------------
    THUGS
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #4 11 სექტემბერი 2021 20:16
    0
    ციტატა: rivaldo80
    კარგი იგროკია ესპანელია და ნაკრების შეუცვლელი წევრია ამ ევრიპაზე მაგარი იყო

    კი, ევროპაზე მართლა მაგარი იყო პედრისთან ერთად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 სექტემბერი 2021 18:20
    0
    ციტატა: Barca for life
    ბერნარდო სილვას უნდა სიტიდან წასვლა და იწერება რომ ატლე და ბარსა ეჩალიჩებიანო, ზამთარში უნდათ 30ად გაყიდვაო და რაის ოლმო ხალხო რაის ოლმო?! თანაც 70ად.
    75 ჰოლანდი ღირს და ოლმო რომ ამ დონის, ამ ასაკის და ამ პერსპექტივის არაა ყველამ ვიცით ხოდა რომელ ჩლუნგს მოუვიდა აზრად ან ამისთვის ამხელა ფასის დადება ან კიდევ ამის ამ ფასად ყიდვა.
    ხალხი კაპიკებში ყიდულობს უკეთეს ფეხბურთელებს და ესაა ჩვენი ლაპორტა? აგენტებთან კაი ურთიერთობა აქო.
    თავიდან არ მეგონა ოლმოზე სიმართლე თუ იყო, მაგრამ იმდენჯერ დაიწერა უკვე რომ აღარმგონია ჭორი იყოს და მაშინ რავიცი მომავალი ზაფხულისთვის მეგავარსკვლავის ყიდვას ლარებში ვაპირებთ თუ საიდან გაჩნდება ეს ძლივს შეკოწიწებული ფული.

    სწორი ხარ, არ არის ჩვენი საშველი. და გინდა ბართომეუ ჩასვას ციხეში ჩვენ მგონია აღარაფერი გვეშველება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 სექტემბერი 2021 16:44
    0
    ციტატა: Barca for life
    ბერნარდო სილვას უნდა სიტიდან წასვლა და იწერება რომ ატლე და ბარსა ეჩალიჩებიანო, ზამთარში უნდათ 30ად გაყიდვაო და რაის ოლმო ხალხო რაის ოლმო?! თანაც 70ად.
    75 ჰოლანდი ღირს და ოლმო რომ ამ დონის, ამ ასაკის და ამ პერსპექტივის არაა ყველამ ვიცით ხოდა რომელ ჩლუნგს მოუვიდა აზრად ან ამისთვის ამხელა ფასის დადება ან კიდევ ამის ამ ფასად ყიდვა.
    ხალხი კაპიკებში ყიდულობს უკეთეს ფეხბურთელებს და ესაა ჩვენი ლაპორტა? აგენტებთან კაი ურთიერთობა აქო.
    თავიდან არ მეგონა ოლმოზე სიმართლე თუ იყო, მაგრამ იმდენჯერ დაიწერა უკვე რომ აღარმგონია ჭორი იყოს და მაშინ რავიცი მომავალი ზაფხულისთვის მეგავარსკვლავის ყიდვას ლარებში ვაპირებთ თუ საიდან გაჩნდება ეს ძლივს შეკოწიწებული ფული.

    სავარაუდოდ, თანხა დაიკლებს, მორიბას ტრანსფერი კი ლაიფციგზე გასვლის კარგი შანსი იყო
    ბერნარდოზე მეტად აქცენტი იმიტომ უნდა გაკეთდეს, რომ 1. უფრო ახალგაზრდაა (4 წლით), 2. ლა მასიას აღზრდილია; 3. ფურია რიოხას ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვკლელი წევრი
    თან ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც კარგი გაგებით ტავხედობა და რისკიანობა ახასიათებს, ყოველთვის პლუსია გუნდში
    შესაძლოა რომელიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ჩაერთოს ტრანსფერში, არც ეგაა გამორიცხული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 სექტემბერი 2021 16:36
    0
    კარგი იგროკია ესპანელია და ნაკრების შეუცვლელი წევრია ამ ევრიპაზე მაგარი იყო