პიკე: იმდენი ფული, რამდენსაც ესპანიოლის ბიუჯეტი შეადგენს, დიდი ხანია, მაქვს
The wild project-თან ინტერვიუში "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე რამდენიმე თემაზე საუბრობს:
"ფეხბურთი, როგორც სპორტი, ბავშვობაში უფრო მომწონდა, ვიდრე ახლა. როცა პატარა ვიყავი, ფეხბურთის გარდა არაფერი მადარდებდა.
ჟოზეპ მარია ბართომეუ? მან მეც და ლეო მესიც უნამუსოდ მოგვატყუა, გვითხრა, რომ Barca Gate-ის საქმეზე არაფერი იცოდა.
როგორია ჩემი ერთი დღე? დილით 8 საათზე ვდგები და ბავშვები სკოლაში მიმყავს. 9-ის ნახევარზე ბარსელონას სავარჯიშო ბაზაზე მივდივარ და 11-ზე ვარჯიშს ვიწყებ. ამის შემდეგ კოსმოს ოფისში გადავინაცვლებ და 5-6 საათზე სახლში, ჩემს ოჯახთან ვბრუნდები.
"ესპანიოლის" ბიუჯეტის მსგავსი თანხა დიდი ხანია, მაქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, "რეალის" სტადიონზე სტუმრობაზე მეტად "ესპანიოლთან" სტუმრობა მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ "ესპანიოლი" ლა ლიგაში ასპარეზობს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მათთან თამაში მომიწევს. დაგიდასტურებთ, რომ ეს სექსზე უკეთესია.
მინდა, რომ უსმან დემბელე დარჩეს, რადგან ის ჩავის "ბარსელონას" მნიშვნელოვანი წევრია, ჩვენ ფრანგი ძალიან გვიყვარს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]