აინტრახტი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

აინტრახტი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგაში ყველაფერი კარგად მიდის. გუნდი, რომლის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც სათუო იყო, ახლა მეორე ადგილზეა და თან რეზერვში ერთი თამაში აქვს. ახლა კი ევროპული წარმატების გახსენების დროა.

ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგა არაა და ბევრითაც ჩამორჩება. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ბუნდესლიგაში მე-9 ადგილზე მყოფი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გვეხილა. თუმცა წარსულმა ცოდვებმა ადგილი სწორედ ამ ადგილას მიგვიჩინა და მართალია, დღევანდელი "ბარსა" ამ ტურნირის დონეს მნიშვნელოვნად აღემატება, მაგრამ ეს ევროპა ლიგის მოგების უმთავრეს ფავორიტად გვაქვს და ეს შანსი აუცილებლად გამოსაყენებელია. ევროპა ლიგაზე შემორჩენილი გუნდებიდან ვერც ისტორიით და ვერც ამჟამინდელი ფორმით "ბარსასთან" ახლოსაც კი არავინ მივა, რაც ამ ტურნირის მოგების ვალდებულებას წარმოგვიქმნის.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონა" არა მხოლოდ ევროპა ლიგაზე მყოფ გუნდებს შორის, არამედ მთელს კონტინენტზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია. კატალონიელებს შიდა ასპარეზზე 14 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვთ, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ასეთი ხანგრძლივი სერიით ამჟამად უძლიერეს ჩემპიონატში, პრემიერ ლიგაში ბოლო 10 თამაშის მომგები "ლივერპულიც" კი ვერ დაიკვეხნის.

ყველა ტურნირის ჩათვლით "ბარსას" წაუგებელი სერია 13 თამაშს ითვლის. აქედან 9 შეხვედრა ლა ლიგაზე მოდის, ხოლო 4 - ევროპა ლიგაზე. კატალონიელებს ევროპა ლიგაზე 2004 წლის შემდეგ არ წაუგიათ, თუმცა ამ სეზონამდე არც უთამაშიათ.

ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბარსამ" 2 თამაში მოიგო და ორივე სტუმრად, საკუთარ კედლებში კი ორი ფრე ითამაშა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ჩავის ბიჭებს ბოლო 5 გასვლითი თამაში აქვთ მოგებული.

წაუგებელი სერია აქვს "აინტრახტსაც", მაგრამ მხოლოდ 6 თამაშიანი და თანაც აქედან ბოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. ფრანკფურტელებს შიდა ასპარეზზე საქმე მაინცდამაინც კარგად არ მისდით, რადგან ევროზონას ისინი 5 ქულით ჩამორჩებიან.

ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან ოლივერ გლასნერის გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო. ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ მოედანზე გამართულ 4 დაპირისპირებაში "აინტრახტს" წაგება არ აქვს, მაგრამ მოგება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ფრანკფურტელებს არც სტუმრად წაუგიათ და 4 თამაშიდან 3 მოიგეს. ფრანკფურტელები ბუნდესლიგაშიც სტუმრად გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე საკუთარ კედლებში. "ბარსელონამ" ეს შანსი დღეს უნდა გამოიყენოს.

დანაკლისი

"ბარსელონა" გერმანიას დანაკლისით ეწვია. ტრავმირებული ანსუ ფატის, სერჟი რობერტოსა და სამუელ უმტიტის მსგავსად დღევანდელ შეხვედრაში სერჟინიო დესტიც რომ ვერ ითამაშებდა, ეს აქამდეც ვიცოდით. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა ლუკ დე იონგს, გუშინ კი ტრავმა მემფის დეპაიმ მიიღო და ფრანკფურტში გუნდს არც ის გაჰყოლია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დანი ალვესი ევროპა ლიგაზე დარეგისტრირებული არაა.

"აინტრახტს" დანაკლისი თითქმის არ აქვს. ფრანკფურტელებს არ ეყოლებათ რაგნარ ახე, რომელსაც მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია და სათადარიგო მეკარე დიანტ რამაი.

ბუსკეტსი, ერიკ გარსია, გავი, ჟორდი ალბა და პიკე დღეს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში განმეორებით თამაშს გამოტოვებენ.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

"აინტრახტს" ესპანურ გუნდებთან სულ 8-ჯერ უთამაშია. ფრანკფურტელებს 5 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი აქვთ. ის ერთადერთი შეხვედრაც გერმანელებმა 1960 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში "რეალთან" წააგეს, მას შემდეგ კი ესპანელებთან 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. საკუთარ კედლებში გერმანელებმა სამიდან 2 შეხვედრა მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

"აინტრახტი" მე-19 გერმანული გუნდი იქნება, რომელსაც "ბარსელონა" დაუპირისპირდება. 18 გუნდიდან ერთადერთი, რომელსაც "ბლაუგრანასთან" დადებითი ბალანსი აქვს, "ბაიერნია".

გერმანულ გუნდებთან სულ გამართულ 69 თამაშში "ბარსელონას" 36 მოგება, 14 ფრე და 19 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა გაიტანეს 122 და გაუშვეს 82 გოლი.

მეტოქის მოედანზე ჩატარებულ 34 თამაშში "ბლაუგრანას" 10 მოგება, 13 ფრე და 11 მარცხი აქვს.

"ბარსას" გერმანულ გუნდებთან ბოლო 3 თამაში წაგებული აქვს და სამივე ეს მარცხი "ბაიერნზე" მოდის. "ბაიერნის" გარდა სხვა გერმანულ გუნდთან "ბლაუგრანამ" ბოლოს 2001 წლის სექტემბერში წააგო, როდესაც "ლევერკუზენთან" სტუმრად 1-2 დამარცხდა.

არბიტრი

შეხვედრას 35 წლის სერბი სრჯან იოვანოვიჩი განსჯის.

იოვანოვიჩი სერბეთის უმაღლეს ლიგაში 2014 წლიდან მსაჯობს, 2015 წელს კი ის FIFA-ს არბიტრი გახდა.

სერბ მსაჯს "ბარსელონას" მატჩში მონაწილეობა აქამდე არ მიუღია, "აინტრახტის" შეხვედრა კი ერთხელ განსაჯა, როდესაც გერმანელები "ფენერბაჰჩეს" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად დაუზავდნენ. ეს მიმდინარე სეზონში მოხდა.

სრჯან იოვანოვიჩს საერთაშორისო მატჩში მონაწილეობა 30-ჯერ მიუღია. ის თამაშში საშუალოდ 22.6 ჯარიმასა და 0.37 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ასევე აჩვენებს 3.87 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს.

სტატისტიკა

  • "აინტრახტს" ბოლო 6 თამაშში წაგება არ აქვს, თუმცა ბოლო 3 თამაშში არც მოგება;
  • "ბარსელონას" ბოლო 13 შეხვედრაში წაგება არ აქვს;
  • "ბარსელონამ" ბოლო 4 თამაში მოიგო;
  • "ბარსელონამ" სტუმრად ჩატარებული ბოლო 5 თამაში მოიგო;
  • "აინტრახტმა" საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • "აინტრახტის" ბოლო 10 თამაშიდან რვაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ბარსელონას" ბოლო 9 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ტოტალიზატორები "აინტრახტის" მოგებას კოეფიციენტს 4.33 ანიჭებენ, რაც მოგების 23%-იან შანსს უდრის, თუმცა "აინტრახტი" ასეთი თამაშების 38%-ს იგებს;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.7 ანიჭებენ, რაც მოგების 59%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 56%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

აქ არასდროს გვითამაშია, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება. მნიშვნელობა არ აქვს, პირველ თამაშს შინ ატარებ თუ გასვლაზე. "აინტრახტი" ძლიერი გუნდია. თამაში რთული იქნება. წილისყრაში არ გაგვიმართლა.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

UEFA

აინტრახტი: ტრაპი, ნ'დიკა, ჰინტერეგერი, ტუტა, იაკიჩი, სოუ, კნაუფი, ლინდსტრომი, კამადა, კოსტიჩი, ბორე

ბარსელონა: ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

Marca

აინტრახტი (3-4-3): ტრაპი, ტუტა, ჰინტერეგერი, ნ'დიკა, კნაუფი, იაკიჩი, სოუ, კოსტიჩი, ლინდსტრომი, ბორე, კამადა

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

Sport

აინტრახტი (3-4-3): ტრაპი, ჰასებე, ჰინტერეგერი, ნ'დიკა, სოუ, იაკიჩი, კნაუფი, კოსტიჩი, კამადა, ლინდსტომი, ბორე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, გავი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

Mundo Deportivo

აინტრახტი (3-5-2): ტრაპი, ტუტა, ჰასებე, ნ'დიკა, სოუ, იაკიჩი, კამადა, კნაუფი, კოსტიჩი, ლინდსტრომი, ბორე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

AS

აინტრახტი (3-6-1): ტრაპი, ჰინტერეგერი, ნ'დიკა, ტუტა, სოუ, იაკიჩ, კნაუფი, კოსტიჩი, კამადა, ლინდსტრომი, ბორე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

პროგნოზი

  • WhoScored: 0-2
  • Sportsmole: 0-2
  • Sportskeeda: 1-3
  • Squawka: 1-1
  • Yahoo: 0-1

ტრანსლაცია

თამაში 23 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3, აჭარასპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 7 აპრილი 2022 15:17
    1
    მაგარი მტკიცე გუნდია. ბაიერნსაც ეომნენ და მარტივი თამაში არ გვეგონოს. სტანდარტებზე საშიში გუნდია. ნდიკაც ტუტაც და ჰინეტერერიც ძალიან შედეგიანები არიან. იმედია ტაქტიკურად გაშიფრავდა ჩავი.
    Culé [?]
    #2 7 აპრილი 2022 11:30
    0
    ბარსა იგებს 💯 აი ნახავთ 4-გოლის დროა წესით ასე უწევს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აპრილი 2022 11:23
    0
    აინტრახტს წყობაში 3-5-2 და 3-6-1-იც კი აქვს, ეს ძალიან გავს ატლეტიკოს წყობას სიტისთან სადაც უფრო 5-5 იყო და თვალნათლივ ჩანდა კიდეც. ალბათ დღეს გერმანელებიც თამაშის მიმდინარეობისას ნელ-ნელა გადაერთვებიან 5-5-ზე.
    მე მგონი ეგენი გამტანები არ არიან, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვჭირდება მინიმუმ ერთი გოლი, რო მერე სახლში მოდუნებულებს რამე შეცდომა არ მოგვივიდეს. შეტევაში გართულებს ვინმე არ გაგვექცეს. მოკლედ მგონია მაგარი ჩაკეტილი თამაში იქნება და ბარსას ძალიან დიდი შრომა მოუწევს მათი ზღუდეების გასარღვევად. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რომ ერთმა სწრაფმა გოლმა
    მთლიანად გახსნას თამაში და ჩვენი სტანდარტული 4 ბურთიანი ნორმაც შევასრულოთ.