სპორტინგი ტრინკაუს შეძენით ინტერესდება

სპორტინგი ტრინკაუს შეძენით ინტერესდება

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ, რომელიც იჯარით "ვულვერჰემპტონში" თამაშობს, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.

პორტუგალიური გამოცემის O Jogo-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელით ლისაბონის "სპორტინგი" დაინტერესდა. "ლომებს" ტრინკაუს იჯარით დამატება სურთ.

წყაროს თანახმად, "სპორტინგში" თამაში თავად ფრანსიშკუსაც სურს. ფეხბურთელის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა, რისთვისაც ლისაბონური გრანდი მშვენიერი ადგილია.

"ბარსელონამ" ტრინკაუ 2020 წელს "ბრაგადან" დაიმატა, თუმცა ფეხბურთელმა "ბლაუგრანაში" ფეხი ვერ მოიკიდა და კლუბმა ის გასულ ზაფხულში "ვულვზში" გაანათხოვრა. 

ცნობისთვის, განიხილება ადამა ტრაორესა და ტრინკაუს გაცვლის ვარიანტიც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 აპრილი 2022 18:45
    0
    ჯერ 22-ისაა და შეიძლება იჯარით გაშვება, ეგება გამოავლინოს ნიჭი. თუმცა ჩავიზე კარგად ვინ აათამაშებს არც ეგ ვიცი შეიძლება პეპი ან კლოპი.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #6 9 აპრილი 2022 13:26
    0
    მოგვაცილონ ერთი ამისიც, 1 გოლი და 2 ასისტი აქვს ტიპს მთელი წელი, რა უბედურებაა, რობერტოს უკეთესი შედეგი აქვს მიუხედავად იმისა რომ მთელი წელია დამტვრეულია 😑
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 აპრილი 2022 12:47
    1
    ზაფხულში ტრაორე მიუბრონონ უკან ვულვზს და ეს დააბრუნონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აპრილი 2022 04:17
    1
    მე უფრო ფსონს ადამას გაცვლაში დავდებ და ეგრე მოხდება
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #3 8 აპრილი 2022 23:03
    1
    20 მილიონი და მაგათი იყოს.
    VanillaSoul
    სტუმარი [?]
    #2 8 აპრილი 2022 22:06
    3
    ვისში გაიქნიეს 30 მილიონი ეეეჰ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 აპრილი 2022 21:48
    3
    ტრაორე არაა ბარსას დონე, დააბრუნონ საიდანაც მოიყვანეს. ან რა გაცვლა, გამოდის რომ 30 მილიონში ცვლი. ტრაორეში მე პირადად მაქსიმუმ 5 გადავიხდიდი.