პიკე, დესტი და დეპაი აინტრახტთან დაბრუნდებიან, ფატი - კადისთან
ესპანელი ჟურნალისტი, ხავი მიგელი "ბარსელონას" ტრავმირებულ ფეხბურთელებზე სიახლეებს გვთავაზობს.
მიგელის თქმით, ჟერარ პიკე გარისკვასა და "აინტრახტის" წინააღმდეგ განმეორებით მატჩში თამაშს აპირებს. მისი ხახიათისა და ლიდერული თვისებების გამო, გასახდელ ოთახში სჯერათ, რომ ჯერი ხუთშაბათს მოედანზე გასვლას შეძლებს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ გერმანული კლუბის წინააღმდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" სერჟინიო დესტი და მემფის დეპაიც დაუბრუნდებიან.
რაც შეეხება ანსუ ფატის - თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 19 წლის შემტევს მწვანე მინდორზე 18 აპრილს, "კადისთან" შეხვედრაში ვიხილავთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]