გამარჯვება დერბიში - კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

გამარჯვება დერბიში - კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

დღეს ”ბარსელონა” ”ესპანიოლთან” გასამართი მატჩის მოლოდინშია, რომელშიც გამარჯვებას გეგმავს და ჩემპიონობისთვის დარჩენილ სამ ტურში 1 ქულის აღებაც საკმარისი იქნება.

დამყარდეს ისტორიული რეკორდი

”ბარსა” ამ თამაშს მეორეადგილოსან ”რეალთან” 5 ქულიანი ჰანდიკაპით ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ, მესამედ ლა ლიგის მოსაგებად 1 ქულა საკმარისი იქნება. ამით დამყარდება ”ოცნების გუნდის” რეკორდი, რომელიც 1990-94 წელს დამყარდა. მაშინ ეს კლუბის 111 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა.

ევროტურნირზე ”ესპანიოლის” გასვლი შანსები

”ესპანიოლს” ევროპა ლიგაზე გასვლის იმედი აქვს. ისინი მეტოქეობას უწევენ ”სევილიას”, ”ბილბაოს” და ”ატლეტიკოს”. გუშინ სევილიელები და მადრიდელები დამარცხდნენ, რაც ”ესპანიოლისთვის” დამატებითი მოტივაციაა.

სეზონის შესანიშნავი დასაწყისის შემდეგ პოჩეტინიოს გუნდმა ვერ მოახერხა საახალწლო ზეიმიდან გამოსვლა და ქულებს ძალიან ხშირად კარგავს. დღეს მოსალოდნელია, რომ გუნდს მოედანზე დაუბრუნდება ხავი ლოპესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.