იბრაჰიმოვიჩი: ”როსონერიში დიდი ხნით დავრჩები”
იტალიური ”მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ როსონერიში თამაში ძალიან დიდი ხნით სურს. ეს განცხადება შვედმა გუშინ, ”სკუდეტოს” მოგების შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა ზედიზედ მერვედ მოიგო ჩემპიონატი.
”როდესაც ”მილანში” გადმოვედი პირობა დავდე, რომ გუნდს ”სკუდეტოს” მოგებაში დავეხმარებოდი. როგორც ხედავთ ჩემი პირობა შევასრულე. შესაძლებელია შემდეგი სეზონის წინ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს ”მილანი”, მაგრამ ეს მე არ ვიქნები. აქედან წასვლას არ ვაპირებ, რადგან ”მილანში” დიდი ხნით თამაშს ვგეგმავ” - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]