ზლატანი ზედიზედ მერვედ გახდა ჩემპიონი

ზლატანი ზედიზედ მერვედ გახდა ჩემპიონი

იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში ერთმანეთს ”რომა” და ”მილანი” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ამ ფრის შედეგად ”მილანმა” იტალიის ჩემპიონობა გაინაღდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 9 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ”ინტერს”, რომელსაც სათამაშო დარჩა 3 მატჩი. ”მილანსა” და ”ინტერს” შორის გამართული ორივე მატჩი წელს როსონერის გამარჯვებით დასრულდა.

ეს სკუდეტო მე-18 გახდა ”მილანის” ისტორიაში. უკანასკნელად როსონერიმ იტალიის ჩემპიონატი 2003/04 წლების სეზონში მოიპოვა.

”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზედიზედ მერვედ მოიგო საკუთარ გუნდთან ერთად ნაციონალური ჩემპიონატი.

2003/04 - ჰოლანდიის ჩემპიონი ”აიაქსის” შემადგენლობაში
2004/05 - იტალიის ჩემპიონი ”იუვენტუსის” შემადგენლობაში
2005/06 - იტალიის ჩემპიონი ”იუვენტუსის” შემადგენლობაში
2006/07 - იტალიის ჩემპიონი ”ინტერის” შემადგენლობაში
2007/08 - იტალიის ჩემპიონი ”ინტერის” შემადგენლობაში
2008/09 - იტალიის ჩემპიონი ”ინტერსი” შემადგენლობაში
2009/10 - ესპანეთის ჩემპიონი ”ბარსელონას” შემადგენლობაში
2010/11 - იტალიის ჩემპიონი ”მილანის” შემადგენლობაში

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.