ჩავიმ კლუბს აცნობა, რომელი პოზიციების გაძლიერება სურს

ჩავიმ კლუბს აცნობა, რომელი პოზიციების გაძლიერება სურს

ჩავი ერნანდესი მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს. 

ჟურნალისტი ჩავი ლემუსი კატალონიის რადიოში საუბრისას აცხადებს, რომ 42 წლის სპეციალისტმა "ბარსელონას" ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა, რომელი პოზიციის ფეხბურთელების მოყვანა სურს.

ჩავის მოთხოვნებია:

  • ერთი მარცხენა მცველი
  • ერთი მარჯვენა მცველი
  • ერთი გარემარბი
  • ერთი ტოპ კლასის თავდამსხმელი (პრიორიტეტი)

ჟურნალისტი დასძენს, რომ ანდრეას კრისტენსენისა და ფრანკ კესიეს ტრანსფერები გადაწყვეტილია. სავარაუდოდ, ჩავიმ ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი სწორედ ამიტომ არ დაასახელა.

"ბარსელონა" ჩავის მსგავსად პრიორიტეტად ცენტრალური თავდამსხმელის მოყვანას მიიჩნევს და მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 17 აპრილი 2022 18:01
    0
    ნუ რახან ჩავიმ შეუკვეთა, ესე იგი ჰოლანდს მოუყვანს ლაპორტა რა პრობლემაა ეგეთი პირობები მიუცია. ისე როგორც მახსოვს ლაუტაროსაც და დიბალასაც უმთავრდება კონტრაქტი და არცერთს აღარ უნდა თავის გუნდში დარჩენა. დიბალა არ გვინდოდა მესის ადგილზე თამაშობსო და ეხლა ხო აღარ გვყავს მესი. დემბელე კარგად ცვლის ამ სეზონში 2 გოლი "მოუგროვდა"
    შავი
    სტუმარი [?]
    #17 17 აპრილი 2022 17:17
    0
    გრიზმანი ხო ისევ ჩვენია?იქნებ ათამაშდეს,თავის ადგილზე,თუმცა თუ კაი ფოსტას <<ცენზურის დარღვევა>>.
    ფლანგის მცველები,განსაკუთრებით მარცხენა
    Culé [?]
    #16 17 აპრილი 2022 14:58
    0
    ვარიანტი ნ1: კრისტენსენი(უფასოდ), ასპილიკუეტა(უფასოდ), გრიმალდო(20მლნ), კესი(უფასოდ), რაფინია(25მლნ), ლევანდოვსკი(30-40მლნ)

    ვარიანტი ნ2 : კრისტენსენი(უფასოდ), ასპილიკუეტა(უფასოდ), მაზრაუი(უფასოდ), კესი(უფასოდ), დარვინ ნუნიესი(100მლნ)

    შემდეგი სეზონის შემადგენლობა ყველაზე კარგ შემთხვევაში:

    ტერ შტეგენი, პენია, ტენასი.

    პიკე, არაუხო, გარსია, კრისტენსენი.

    ალვეში, დესტი, ასპილიკუეტა, ალბა, გრიმალდო.

    ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გავი, ნიკო, კესი, ტორე.

    დემბელე, ფატი, ფერანი, ნუნიესი, ობამეიანგი, რაფინია, დეპაი.


    შემადგენლობა საშუალო ვარიანტში:

    ტერ შტეგენი, პენია, ტენასი.

    პიკე, არაუხო, გარსია, კრისტენსენი.

    ალვეში, ასპილიკუეტა, მაზრაუი, ალბა, დესტი.

    ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გავი, ნიკო, კესი, ტორე.

    დემბელე, ფატი, ლევანდოვსკი, ობამეიანგი, ტრაორე, ფერანი, დეპაი.
    Davita
    სტუმარი [?]
    #15 17 აპრილი 2022 14:44
    1
    ციტატა: totti10
    ნუნესი და ეგეთები დაივიწყეთ, ახლახანს წავიკითხე ჰალანდის უნდა თავისი სამედიცინო ცნობებ ი და დიაგნოზები დორტმუნდმა არ გაასაჯარავოს და არ უთხრან არავის რომ ტრამვიანი ... არის :დ ტიპს ამ სეზონში ზუსტად 17 მატჩი გამოუტვებია ტრამვის გამო, ახლა მაინც დაივიწყეთ ეგ ტრამვიანი ადამიანი აკლია ბარსელონას? აი ამიტომ თქვა რეალმა უარი 2 თვის წინ რომ დაინახა სულ რომ დალეწილი იყო გუნდს პირველ რიგში მარცხენა მცველი უნდა ალბას როდის აუცუნცულდება იმის მიხედვით თამაშბს :დ დანი კიდე 40 წლისაა და გაისად უკვე აღარც იქნება გუნდში, მოკლედ ასეა თუ ისეა დაცვაზე პრიორიტეტული არავინ და არაფერი უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვამბობ ნუნესში 100 და ბონუსების გადამხდელი ლაპორტა არაა და არც ამგის ფუფუნება აქვს გუნდს როცა 2 მილიარდამდე ვალი აქვს და პლიუს დაკლებული ხელფასები ასანაზღაურებელი :დ

    შენ რა ტვინი მოხანი ძმა ამრეალთან პარარელებით, მერე გიკვირს მადრიდისტას მიძახიანო, უკვე მეც ეჭვი მეპარება😀😀 სულ რეალზე ლაპარაკობ, ბაზარიი არაა სამეფო კლუბია და უდიდესი ევროპაში, პატივს ვცემ როგორც კულე მაგრამ ლეზე მკიდია მაგის ტრანსფერები და ყველაფერი.. არ გაგიტყდეს სხვანაირად არგეუბნები არაფერს მარა მართლა სხვანაირად ჩანს სულ რეალზე ლაპარაკი, მაშინ თქვი მადრიდისტა ვართქო და ილაპარაკე რაც გინდა წესიერების ფარგლებში, რაც შენ არგეშლება, არავინ ზედმეტს არგეტყვის, ქართველები ვართ ყველა და პატივივცეთ ერთმანეთს, კულეეობა და მადრიდისტობა ამის შემდეგ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 17 აპრილი 2022 12:59
    0
    მაგიტომაც ვიძახი ეომ კუნდე უნდა ვიყიდოთ. ტიპი თანაბრათ კარგია ცენტრალურ მცველადაც და მარვენა მცველადაც. უსწრაფესად ამოაქვს ბურთი როცა ცენტრალური მცველია და მარჯვენა მცველად რას იზამს ხო წარმოგიდგენიათ, ერთი სროლით ორ კურდღელს დავიჭერთ. ამიტომაც უნდა გადაიხადონ და ამიტომაც უნდა ხავის ასე ძალიან
    Culé [?]
    #13 17 აპრილი 2022 12:34
    1
    ნამდვიად არ მესმის, მარცხენა მცველის შეძენის საკითხს ასე ზერელედ რატომ უყურებენ. უკვე რამდენი წელია თითქმის არ განიხილავენ არსებულ პრობლემას, მერე უცბად გაახსენდებათ და იყიდიან ვიღაცა -არაფერს, რომელიც ახლოსაც ვერ მიდის ალბასთან, მერე წვალობენ მის მოცილებაზე. ამდენ ტყუილ და მართალ ტრანსფერებზე ვკითხულობთ და ფაქტიურად ეს პოზიცია განუხილავი რჩება. ღმერთმა არ ქნას და ალბა რომ სრიოზულად დაშავდეს, და ეს უკვე ნანახი გვაქვს, ჩნდება უზრმაზარი ღრმული, რომლსაც დესტი, რობერტო , მინგესა და მისთანები ვერ ავსებენ. გვყავს ერთი მარცხენა მცველი ბალდეს სახით, მაგრამ გვყავს ძირითადად ჰოსპიტალში. მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ყველაზე პრიორიტეტულია მომავლი სეზონისათვის. და საერთოდ მე არა ვარ ვიღაცეებში დიდი ფულის გადახდის მომხრე. მესიც კი ვერ აგვარებდა მარტო საქმეს, და მითუმეტეს ჰოოლანდს ძალიან ბევრი უკლია მესიმდე. სულ ტრამვა აქვს და თანაც არ არის გარანტია რომ ბარსას მოერგება....მე არ ვთვლი მას რაიმე ექსტრა კლასად, როგორიც მბაპეა. კლუბს უთხრა, ნუ გამიბაზრებთ რომ ტრამვები მაქვსო.... მოედანზე რომ არ ვიქნები, ასე თქვით რომ -პურზე გაიქცა და მალე მოვაო...😜. ჯობია ეგ დიდი თანხები გადანაწილდეს, დაცვა გაძლიერდეს და ფიზიკურ მომზადებას მოხმარდეს...

    იგივე პრობლემა გვაქვს მარჯვენა ფლანგზეც. ან დატოვონ დანი ბაბუ კიდევ ერთი სეზონი და თავის საქმეს გააკეთებს, ან იყიდონ სხვა. მინგესას და დესტის იმედზე ყოფნა არფრით არ შეიძლება
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #12 17 აპრილი 2022 12:22
    0
    ნეტუ,ლენგლე,უმტიტი,მინგესა,რობერტო,პუჩი,კოუტინიო,გრიზმანი,ტრინკაო,ბრაიტვეიტი, ლუკი,კოლადო აი ეს ხალხი აუცილებლად გასაშვებია ამ ზაფხულს და მერე ზამთარში.
    დემბელემ უნდა გაახანგრძლივოს, არანაირი რაფინიები და კვერცხობები. დარვინს არავინ გამოგვატანს, ლაპორტა მაგაში 100 მლნ_ს არ გადაიხდის, ვინმე დონე მარცხენა და მარჯვენა მცველებია საჭირო.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #11 17 აპრილი 2022 12:01
    0
    მარცხენა მცველად გრიმალდოს ვფიქრობ,
    მარჯვნივ ან მაზრაუი და ან აზპი, ცენტრში კრისტენსენი მოდის, კესიც დაგვეხმარება, დემბელეს ნაცვლად რაფინია კარგი იქნება და ფორვარდად ნუნიეზს ვფიქრობ, სხვა პოზიციები დიდად ძვირი არ დაჯდება და ასე რომ ნუნიეზში 100 მილიონამდე თუ გავიმეტებთ კარგი იქნება
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #10 17 აპრილი 2022 10:48
    0
    ციტატა: walker599
    ხალხო თქვენი აზრით, ნუნიეზი ჯესუსს ან ლაუტაროს აჯობებს ბარსაში?

    კი აჯობებს ორივეს ჩემი აზრით, ჯესუსი რაც ადრე იყი ის ჯესუსი აღარაა და ლაუტაროც არაა დიდი ვინმე, ნუნიესი კი მკვლელი ფორვარდია და ამავდროულად ფურთთანაც კარგად მოქმედებს, სუარესს წააგავს თამაშის სტილით და თან ურუგუაელია, მოკლედ ეგ უფრო გაამართკაბს რა
    ფანი [?]
    #9 17 აპრილი 2022 09:14
    1
    ხალხო თქვენი აზრით, ნუნიეზი ჯესუსს ან ლაუტაროს აჯობებს ბარსაში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 აპრილი 2022 08:31
    1
    ციტატა: XAVI 6-8
    კრისტენსენი მოსულია სავარაუდოთ მაგიტო არ შეიყვანა სიაში თორე ამ ბარსელონას 3 ძირითადის მცველი რო ჭირდება არ მგონია სირთომეუს გარდა ვინმემ ვერ დაინახოს.დარვინაა მოსაყვანი ჯეკა ტყუილად არ დაიბარებდა იყიდეთო 60+ვინმე რო მივცეთ შიძლება დაიკერონ საჭირო კაცია🙃სტატისტიკაც მაგარი აქ ბურთთან მუშაობა იცის რაც მთავარია აბა ობამა რო სიღრმეში ჩამოდის და ბურთს იღებს 10 დან 5 მოწინააღმდეგს უბრუნებს🙂გარემარბსაც თუ იყიდიან კაცის მოტყუება რო იცოდეს მთლად უკეთესი🙃

    ნუნიესი ძაან კაია,მარა ბენფიკა 70-100 ლიმონამდე მოითხოვსო რომანომ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    R.Gaucho
    სტუმარი [?]
    #7 17 აპრილი 2022 03:30
    1
    ხო ნუ დემბელე როწავა შემცვლელი საჭიროა უეჭველად. მე მაინც მგონია რომ ობამეიანგი გაქაჩავს ერთ წელსაც. დეპაი თუ დარჩა დეპაი, ტორესი, ობა, ფატი. ამ ოთხიდან ყველას შეუძლია ფორვარდობა (ტორესს თუ ფორვარდი ქვია კი). მაინც ფლანგის მცველები და 1 ცენტრალური მცველი უფრო აუცილებელია მაღალი დონის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 აპრილი 2022 03:25
    0
    ჩავიმ, ჟორდის რომ ჩაურბინეს რამდენიმეჯერ, მაშინ ვთქვი, რომ შენ ბიძია კამპ ნოუ მოხუცთა პანსიონი ხომ არ გგონიაო?!
    დესტის იმედად ჩემი მტერი იქნაო, თუ არადა ვიღაც ნორნმალური მაინც მოიყვანეთ, როტაციისათვის გამოვიყენებ მაგ დოყლაპიასო
    გარემარბი? დემბელე მაინც უჭკუოა, ვინმე უფრო დონე უნდა
    და ფორვარდი, ნეტავ ვინ ყავდა მხედველობაში? ალბათ ლევანდოვსკი, მერე ანსუთი ჩაანაცვლებს ძირითადში
    XAVI 6-8
    სტუმარი [?]
    #5 17 აპრილი 2022 03:11
    4
    კრისტენსენი მოსულია სავარაუდოთ მაგიტო არ შეიყვანა სიაში თორე ამ ბარსელონას 3 ძირითადის მცველი რო ჭირდება არ მგონია სირთომეუს გარდა ვინმემ ვერ დაინახოს.დარვინაა მოსაყვანი ჯეკა ტყუილად არ დაიბარებდა იყიდეთო 60+ვინმე რო მივცეთ შიძლება დაიკერონ საჭირო კაცია🙃სტატისტიკაც მაგარი აქ ბურთთან მუშაობა იცის რაც მთავარია აბა ობამა რო სიღრმეში ჩამოდის და ბურთს იღებს 10 დან 5 მოწინააღმდეგს უბრუნებს🙂გარემარბსაც თუ იყიდიან კაცის მოტყუება რო იცოდეს მთლად უკეთესი🙃
    ფანი [?]
    #4 17 აპრილი 2022 02:20
    1
    Საჭირო ტრანსფერები და ისევ კონკურენტუნარიანები ვიქნებით
    Culé [?]
    #3 17 აპრილი 2022 02:14
    2
    მიახლოებით რო დავიანგარიშოთ - ნუნესი 60+ბონუსები დაკიერება ბენფიკა. გარემარბი რაფინია პლიუს ტრინკაუს თუ ვერ გაყიდიან ეგებ ჩავიმ გამოძერწოს მისგან საშუალო დონის ზამენა. მარჯვენა მცველი ალბათ ასპილიკუეტა, მაზრაუი ბაიერნში გადადის. მარცხენა მცველის პოზიციაზე ალბათ გაია იქნება პრიორიტეტული, მარა ამ ბოლო დროს მაგ პოზიციაზე იმდენ ფეხბურთელს დაადეს თვალი რო მგონი თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებულები ჯერ. ცაცია მცველზეც იწერებოდა ლენგლე-უმტიტის შემცვლელიო და მანდაც მოუწევს ლაპორტას მილიონების გაქნევა. ცოტა მარჩიელობაა მარა უხეშად რო დავიანგარიშოთ 100 მილიოინი რაფინია და ნუნესი დაჯდება, პლიუს მაგას ერთი 30-35 მილიონი ცაცია მცველში, უფასო ტრანსფერებთან ერთად საგრძნობლად გაგვაძლიერებს smirk
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აპრილი 2022 01:52
    4
    გრიმალდო/გაია, ასპილიკუეტა/მაზრაუი, რაფინია, ნუნიესი.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    gecheche
    სტუმარი [?]
    #1 17 აპრილი 2022 01:42
    3
    უეჭველი გასაძლიერებელია ეს პოზიციები დემბელე მიდის სავარაუდოთ ფლანგის მცველები და ფორვარდი საჭიროა თორე გუნდს გაუჭირდება ისე