,,ესპანიოლი" ახალი ლეგენდის - მესის დაბადებას დაესწრო.
ლეო მესიმ განსაკუთრებული საღამო გაატარა თავის ოჯახთან ერთად 2004 წლის 16 ოქტომბერს, ზუსტად 6 წლის, 6 თვის და 23 დღის წინ. ლეოს თავისი დებიუტი ჰქონდა კლუბთან, რომელიც რამდენიმე საათში "ნოუ კამპს" ესტუმრება. მატჩის 82-ე წუთზე დეკუ გახდა ავტორი გოლისა, რომელმაც გამარჯვება მოუტანა ფრანკ რაიკაარდის გუნდს. ხორხე მესი, ლეოს მამა, ამ დროს არგენტინაში იყო. მეორე დღეს, მან სახლში იკითხა: ,,კი, მაგრამ შენ მანქანა ხარ თუ ადამიანი?” პასუხი ყოველთვის აშკარა იყო. მაგრამ ლეო ამბობდა: არა, მე მინდა მხოლოდ გავიდე მოედანზე და ვითამაშო, მე მაქვს მიზანი!
ახლა ლეო მესამე ადგილზეა 179 გატანილი ბურთით ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირთა შორის. ის მხოლოდ 23 წლისაა. "ესპანიოლი" პატივსაცემი კლუბია, თუნდაც იმიტომ, რომ ის მომსწრე გახდა ფეხბურთის ისტორიაში ახალი ლეგენდის დაბადების. მესის გზავნილი არ შეცვლილა, არც მისი თამაში, რომელიც ყოველთვის მის ბუნებრივ ნიჭზეა დამყარებული. ,,როცა მე ვიყავი მოედანზე, ვერ წარმომედგინა თამაში, მაგრამ როდესაც გაფრთხილება მივიღე მწვრთნელისგან, მივხვდი, რომ დრო იყო.” იგივე სეზონში, 2005 წლის 1 მაისს, ალბაკეტეს წინააღმდეგ მესიმ თავის პირველი გოლი გაიტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ,,ბარსელონას" ისტორიაში. მოგვიანებით მისი რეკორდის მოხსნა ბოიანმა შეძლო.
6 წლის შემდეგ მესის ფილოსოფია არ შეცვლილა. ,, მე ვცდილობ ვითამაშო ფეხბურთი და მივიღო სიამოვნება. მე არ განვიცდი ზეწოლას.” ლეო მესი დღესაც იგივე ენთუზიაზმით ეპყრობა ბურთს, როგორც პირველად და ეს ჩანს მისი ყოველი ქმედებიდან. ლეო, შენ უნდა განაგრძო წელს ტიტულების მოგება, ეს გარდაუვალია!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]