ბარსელონა ეზალზულის მხოლოდ იჯარით გაუშვებს
მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ბარსელონა" აბდე ეზალზულის გაყიდვას არ აპირებს. მაროკოელის შეძენა პრემიერ ლიგის ბევრ კლუბს სურს, თუმცა "ბარსამ" მათ უარი განუცხადა.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "ბლაუგრანა" მზადაა, 20 წლის შემტევი მხოლოდ იჯარით გაუშვას. აბდეს იჯარით რამდენიმე ესპანური კლუბია დაინტერესებული. ეზალზულის "რომაც" აკვირდება, თუმცა ამ ეტაპზე ინტერესი სერიოზული არაა.
მაროკოელი ფეხბურთელი "ბარსელონა ბ-ში" გასული ზაფხულის შემდეგ თამაშობს. ეზალზულიმ 12 შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. მას კატალონიელებთან ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]