როდის წააგო ბოლოს ბარსამ კამპ ნოუზე ზედიზედ 2 თამაში?

როდის წააგო ბოლოს ბარსამ კამპ ნოუზე ზედიზედ 2 თამაში?

გასულ 4 დღეში "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ორი თამაში ჩაატარა. ორივეს მოგებას ველოდით, მაგრამ ორივე დავთმეთ. პირველ შემთხვევაში წაგებას ტიტულის მოგების რეალური შანსი გავაყოლეთ, გუშინ კი ტიტულის არარეალური შანსიც კი გამოგვეცალა ხელიდან.

როდის ჰქონდა "ბარსას" ბოლოს ასეთი შედეგი? როდის წააგო კატალონიურმა გუნდმა "კამპ ნოუზე" ზედიზედ 2 თამაში?

ასეთი რამ არც რონალდ კუმანის, არც კიკე სეტიენის, არც ერნესტო ვალვერდეს, არც ლუის ენრიკეს, არც ტატა მარტინოს, არც ტიტო ვილანოვას, არც პეპ გვარდიოლას და არც ფრანკ რაიკარდის დროს არ მომხდარა. "კამპ ნოუმ" ზედიზედ 2 მარცხი 2002/2003 წლების სეზონში იხილა. 2003 წლის 12 და 22 აპრილს "ბარსამ" ლა ლიგაში "დეპორტივოსთან" 2-4, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" 1-2 წააგო.

"იუვესთან" დამატებით ტაიმებში წავაგეთ, ძირითად დროში ზედიზედ 2 საშინაო წაგების მოსაძებნად კი მიმდინარე საუკუნეს უნდა გავცდეთ და აღმოვაჩენთ, რომ ასეთი რამ ბოლოს 1999 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც "ვალენსიასთან" ჯერ თასზე 2-3, შემდეგ კი ლა ლიგაში 2-4 წავაგეთ.

რამდენად დიდი მიღწევაა, როდესაც 19 წელია, საკუთარ კედლებში ზედიზედ 2 თამაში არ გქონდა წაგებული? მაგალითად ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდები მოვიყვანოთ:

  • "რეალმა" ზედიზედ 2 საშინაო თამაში 2020 წელს წააგო, 2019 წელს კი ზედიზედ 4 წაგება ჰქონდა (აქედან 2 "ბარსასთნ").
  • "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ 2021 წელს 3 შემთხვევა ჰქონდა, როდესაც საკუთარ კედლებში ზედიზედ 2-ჯერ წააგო;
  • "ლივერპულს" 2021 წელს ზედიზედ 6 საშინაო მარცხი ჰქონდა;
  • "ინტერმა" "სან სიროზე" ზედიზედ 2 შეხვედრა ერთი თვის წინ წააგო, მანამდე კი ასეთი შემთხვევა 2019, 2018, 2017 და 2016 წლებში ჰქონდა;
  • "მილანს" 2021 წელს ასეთი რამ 2-ჯერ დაემართა;
  • "ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" ზედიზედ 2-ჯერ მიმდინარე თვეში დამარცხდა, მანამდე კი 2021 წელს და 2019 წელს ორჯერ;
  • ამ მხრივ საქმე ყველაზე კარგად "ბაიერნსა" და "იუვენტუსს" აქვთ, რომლებიც საკუთარ კედლებში ზედიზედ 2 თამაში 2011 წლის შემდეგ არ წაუგიათ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #10 20 აპრილი 2022 12:49
    1
    თაფლობის თვე დასრულდა. ახლა ყველაზე რთული პერიოდი იწყება. გუნდი თავიდან არის ასაწყობი. რესურსი არის მარა საშუალო დონის მოთამაშეებით ვართ გაძეძგილი. მთავარი რაც დარჩა არი 4 ულში შესვლა, სასურველია მე2 ადგილი რო სუპერ თასზე მოვხვდეთ და ფატის დაბრუნება. რაც ბევრ რამეზე მოგვცემს პასუხს. თუ კიდე დაიმტვრა აღარც უნდა განვიხილოთ ეგ ბიჭი მომავალ წელს. თუ ითამაშა და ბევრ რამეს შეგვიმსუბუქებს. დემბელეს მომავალი გაარკვიონ დროზე რაღას წელავენ. თუ მიდის და დაახვიოს აღარ დადგეს ძირითადში. დრო კიდევ უნდა დაეთმოს ახალგაზრდებს ბ გუნდიდან. იქნებ ბოლოსკენ კიდე გამოჩნდეს ვინმე კარგი. მარცხენა მცველები დატესტოს ჩავიმ რამდენი გვყავს ბ გუნდში. დეპაი ადამა წავიდნენ უნდა. დე იონგი დემბელეც წავლენ ალბათ. 1 ვინგერი და 1 9-ნი გვინდა. ნიკოს მეტი დრო მიეცეს ამოვარდა ფორმიდან. კესი დაგვემატება ალბათ. აი დაცვა შავ დღეშია. ლენგლე უმტიტი წიხლით გასაყრელები. მინგესა წავიდეს. ერთი მარჯვენა ერთი მარცხენა მცველი, კრისტიანსენი და ერთიც ტოპ ცენტრი გვინდა. მოკლედ შარში ვართ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 19 აპრილი 2022 21:18
    1
    ანუ 1 ტურით ნაკლები და თანაბარი ქულები;
    ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ იყომარეს
    Moriba
    სტუმარი [?]
    #8 19 აპრილი 2022 19:20
    1
    🚨 ერლინგ ჰოლანდი update 👇

    ⭕️ ამ დრომდე ფეხბურთელს არცერთ კლუბთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია 🙅🏻‍♂️

    🔵 მან. სიტი ფავორიტია და ყველაზე მეტსაც აქტიურობს, თუმცა რეალ მადრიდი საქმეში ისევ რჩება
    ბარსელონაზე კი არაფერი იწერება აი ლაპორტას დედას ვტენე მე მესი ხო გაუშვა მერე თქვა ჰოლანდს მოვიყვან კაცოვო და მოიყვანს 34 წლის ლევანას კიბზ არაა ლევანა დონეა მარა 40 მილიონი პლიუს ხელფასი 30 2 3 წელში რო წავა მაინც ამხელა თანხა რაზე უნდა გადაიხადონ ამას ჯობია მარცხენა მარჯვენა შუა მცველი მოიყვანონ და გარემარბები თორე დარხეული გვაქ თუ არდაიდო ტრანსფერები ამ პოზიციაზე შემდეგ წელს დიდი იმედები არუნდა გვქონდეს მაქსიმუმ კოპა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 აპრილი 2022 17:59
    1
    ციტატა: shu1987
    ფაქტია არსებული რესურსით ფონს ვერ გავა გუნდი და დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს


    კი ამ შემადგენლობით რო ხავიმ რეალს ატლეტიკოს ნაპოლის და ბილბაოს 4-4 გოლები უტანა ეგ უფრო გასაკვირი იყო
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #6 19 აპრილი 2022 16:50
    2
    ფაქტია არსებული რესურსით ფონს ვერ გავა გუნდი და დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს, მინიმუმ სამი უმაღლესი დონის ფეხბურთელია მოსაყვანი, ფორვარდი გარემარბი და მცველი-ნუ მეოთხე ფლანგის მცველიც სასიცოცზლოდ მნიშვნელოვანია. რობერტოსთან და დემბელესთან ანახლებენ მოლაპარაკებებს და გავი პრიორიტეტიაო, ნუ გავი გასაგებია თუმცა ფაქტია ბავშვია და დიდ თამაშში ფიზიკურად დაიკარგა, პრიოიიტეტი უნდა იყოს გუნდიდან ნაგვის გატანა და ახლებით შევსება ნაგავში დემბელეს და რობერტოსაც ვგულისხმობ თავისი უმტიტი-ლენგლეთი და კიდე მრავალი კვერცხით.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #5 19 აპრილი 2022 15:37
    1
    ციტატა: tbilisi
    ჩავის იმედი გვაქვს და ეს კარგია უნდა გვქონდეს კიდეც და ამის საფუძველიც გვაქვს მაგრამ მას აქვს თავისებური შეცდომები რომელსაც უნდა მიხვდეს და ჯიუტად არ უნდა მიაწვეს კუმანივით:
    1. ლუკ დეიონგმა ბოლო წუთზე ბურთი გაიტანა და მოგება მოიტანა მაგ გოლმა და არიქა ჩვენი ჯოკერი და ა.შ. მეორე თამაში აინტრახტთან იმხელა დრო მისცეს და რა გააკეთა -0
    2. გავის სჭირდება ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რომ კლასი შეიძინოს და ტექნიკურად დაიხვეწოს, ამიტომ ენაგადმოგდებული რომ დარბის ყველგან, თან წვალობს ჯახირობს, (მე გავის არ ვერჩი,მომწონს) ხომ უნდა მიხვდე რომ დაასვენო? გაიყვანე რა, ან ძირითადში ნუ დააწყებინებ და მერე შემოიყვანე.
    3.დე იონგი კლასით ხომ მეტია და ბავშვებს გავის და ნიკოს რომ გაუტოლებ ძალიან დაიბნევა და უკვე პანიკაში თამაშობს, იცის რომ რაღაც ისე რომ ვერ გააკეთოს ეგრევე სკამზე მოსვამს, ეგრე თავისუფლებას კარგავს და როცა ათამაშებ მაშინაც ვერ თამაშობს.
    4.ფერანს ხომ დააკვდა და მინდორზე რომ მოკვდეს არ გაყავს.
    5.ხედავ შე კაი კაცო რომ დემბელეს და ობას რამოდენიმეჯერ გამოუვიდათ ერთად კარგი თამაში და გოლებიც გაიტანეს - დააყენე რა ერთად.
    6. დაცვა დაცვაო რომ გავიძახით ეს უმტიტი ხომ გამოკეთდა, ასეთ თამაშებში მაინც ათამაშე, იქნებ ვინმემ იყიდოს მაინც. ლენგლეს რომ ამჯობინებ ძალიან ტეხავს, მერე გასაგებია რომ გული უტყდება და ეგეც როცა თამაშობს მაშინაც ვერ თამაშობს რადგან თავისუფალი აღარ არის და პანიკაშია.
    რა ვიცი რა, ამ პუჩის იმედი დიდად არ მაქვს მაგრამ თვითონაც ხომ ნახევარმცველი იყო და ასწავლე რა, ცოტა დახვეწე რატომღაც მგონია რომ სუსტია მაგრამ ტექნიკურია.
    ასე რომ ჩავი გენაცვალე ბევრი საფიქრალი გაქვს და ბევრი სამუშაო, თორემ ჰა, ჰა შემდეგი სეზონიც მოგითმინონ. მერე არ ვიცი რა იქნება თუ სერიოზულ შედეგებზე არ გავიწიეთ.

    ჩაბი ჯერ გამოუცდელია და თავის შეცდომაზე ისწავლის, ამიტომ ეს წელი ექსპერიმენტებს უნდა დაუთმოს ბოლომდე, შემდეგ პრესეზონიც ექნება და მომავალი სეზონიდან კი ყველაფერი უნდა დაალაგოს წესით ტრანსფერებთან ერთად
    ფანი [?]
    #4 19 აპრილი 2022 15:33
    1
    კამპნოუ უკვე სტადიონი აღარ არის ტურისტული ზონაა აინტრახტის მერე რაც ადგილობრივმა ფანებმა გააკეთეს მაგ სირცხვილს კარგახანს ვერ ჩამოირეცხავს სამწუხაროდ🤬🤬🤬🤬 ლაპორტა შენი ბრალია ყველაფერი შე ფულის მონა 💰💰💰💰💰💰💵💵💵💵
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 აპრილი 2022 15:25
    0
    კარგია, გამოგვისწორეთ ხასიათი.
    ფანი [?]
    #2 19 აპრილი 2022 15:04
    1
    ჩავის იმედი გვაქვს და ეს კარგია უნდა გვქონდეს კიდეც და ამის საფუძველიც გვაქვს მაგრამ მას აქვს თავისებური შეცდომები რომელსაც უნდა მიხვდეს და ჯიუტად არ უნდა მიაწვეს კუმანივით:
    1. ლუკ დეიონგმა ბოლო წუთზე ბურთი გაიტანა და მოგება მოიტანა მაგ გოლმა და არიქა ჩვენი ჯოკერი და ა.შ. მეორე თამაში აინტრახტთან იმხელა დრო მისცეს და რა გააკეთა -0
    2. გავის სჭირდება ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რომ კლასი შეიძინოს და ტექნიკურად დაიხვეწოს, ამიტომ ენაგადმოგდებული რომ დარბის ყველგან, თან წვალობს ჯახირობს, (მე გავის არ ვერჩი,მომწონს) ხომ უნდა მიხვდე რომ დაასვენო? გაიყვანე რა, ან ძირითადში ნუ დააწყებინებ და მერე შემოიყვანე.
    3.დე იონგი კლასით ხომ მეტია და ბავშვებს გავის და ნიკოს რომ გაუტოლებ ძალიან დაიბნევა და უკვე პანიკაში თამაშობს, იცის რომ რაღაც ისე რომ ვერ გააკეთოს ეგრევე სკამზე მოსვამს, ეგრე თავისუფლებას კარგავს და როცა ათამაშებ მაშინაც ვერ თამაშობს.
    4.ფერანს ხომ დააკვდა და მინდორზე რომ მოკვდეს არ გაყავს.
    5.ხედავ შე კაი კაცო რომ დემბელეს და ობას რამოდენიმეჯერ გამოუვიდათ ერთად კარგი თამაში და გოლებიც გაიტანეს - დააყენე რა ერთად.
    6. დაცვა დაცვაო რომ გავიძახით ეს უმტიტი ხომ გამოკეთდა, ასეთ თამაშებში მაინც ათამაშე, იქნებ ვინმემ იყიდოს მაინც. ლენგლეს რომ ამჯობინებ ძალიან ტეხავს, მერე გასაგებია რომ გული უტყდება და ეგეც როცა თამაშობს მაშინაც ვერ თამაშობს რადგან თავისუფალი აღარ არის და პანიკაშია.
    რა ვიცი რა, ამ პუჩის იმედი დიდად არ მაქვს მაგრამ თვითონაც ხომ ნახევარმცველი იყო და ასწავლე რა, ცოტა დახვეწე რატომღაც მგონია რომ სუსტია მაგრამ ტექნიკურია.
    ასე რომ ჩავი გენაცვალე ბევრი საფიქრალი გაქვს და ბევრი სამუშაო, თორემ ჰა, ჰა შემდეგი სეზონიც მოგითმინონ. მერე არ ვიცი რა იქნება თუ სერიოზულ შედეგებზე არ გავიწიეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 აპრილი 2022 14:57
    2
    დიდად ვერაფერი დამამშვიდებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ტორესმა და დემბელემ შესრულების ხარისხზე უნდა იმუშავონ, თან ძალიან, ძალიან ბევრი rage