ჩავის პრესკონფერენცია რაიოსთან მატჩის წინ
ჩავი ერნანდესმა "რაიო ვალიეკანოსთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:
ხვალ ოქროს შესაძლებლობა გვაქს, რათა ცხრილში მეორე ადგილი გავიმყაროთ იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენზე ზეწოლას მოახდენს და რომელიც ირალასთან შესანიშნავად მუშაობს.
"რაიოს" დიდებული სეზონი აქვს, გუნდმა ესპანეთის თასის ნახევარფინალს მიაღწია. ირაოლას გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
პირველი შანსის გამოყენებისას უფროა აქტიურები უნდა ვიყოთ. გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იქნება.
პიკე 2-3 თვეა, ტკივილს განიცდის. მისი თავდადება დიდებულია. ხვალ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა. დღეს ჟერარმა ვარჯიში ვერ შეძლო. თუ ის 100%-ით მზად იქნება, ითამაშებს, რადგან ჟერარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ლა ლიგის მოგება თითქმის შეუძლებელია.
ჩვენ მარტის თვე შესანიშნავად ჩავატარეთ, შემდეგ კი შეგრძნებები დავკარგეთ, რაც უნდა აღვიდგინოთ.
ფერანს შეუძლია, ყოველ 3-4 დღეში ითამაშოს. ჩვენ საუკეთესო შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ - ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ. მიუხედავად იმისა, გაიტანს თუ არა გოლს, ფერანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ჩვენ მომდევნო სეზონს ვგეგმავთ, მაგრამ დიდ წილად კლუბის ეკონომიკურ სიტუაციაზე ვართ დამოკიდებულნი. ახალი ფეხბურთელების შესაძენად, ზოგს წასვლა მოუწევს.
უნდა გვესმოდეს, რომ მესის შემდგომ ერაში ვიმყოფებით. მოთმინება და სიმშვიდე გვმართებს.
ლაპორტა ჩემთან შედარებით უფრო დადებითადაა განწყობილი. მართალია, ლა ლიგა მათემატიკურად ჯერ არ წაგვიგია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
ფანების მიმართ გზავნილი მკაფიოა: ჩვენ ისინი გვჭირდება. მათ გარეშე გუნდს ნაკლებად ვგაგავრთ. ეს "აინტრახტისა" და "კადისის" წინააღმდეგ ნათლად დავინახეთ.
თუ ყველაფერი ნორმალურად წავა, ანსუ, რომელიც უკვე კარგად ვარჯიშობს, შემდეგ ტურში "მალიორკასთან" თამაშისთვის მზად იქნება.
ობამეიანგს გოლები მთელი კარიერის განმავლობაში გააქვს. ის ძალიან კარგი შენაძენია.
ფრენკი დე იონგი ჩემთვის და კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან საკუთარი ეპოქა უნდა შექმნას. ფრენკით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ის კლუბში დიდი ხნის განმავლობაში დარჩებოდა.
გაძლიერება? კონკრეტული ხაზი არ არსებობს. თითოეულ პოზიციაზე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები უნდა გვყავდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]