ფრენკი დე იონგი ბარსელონაში ბედნიერია, კლუბი მის გაშვებას არ აპირებს | მატეო მორეტო

ფრენკი დე იონგი ბარსელონაში ბედნიერია, კლუბი მის გაშვებას არ აპირებს | მატეო მორეტო

ბოლო პერიოდში "ბარსელონადან" ფრენკი დე იონგის წასვლის შესახებ ბევრი იწერება. როგორც ცნობილია, ნიდერლანდელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 24 წლის ფეხბურთელი "ბარსაში" თავს კომფორტულად არ გრძნობს და თავის მხრივ კლუბიც მზადაა, სარფიანი შემოთავაზების სანაცვლოდ, მას შეელიოს, თუმცა აღნიშნულ ცნობებს სანდო ჟურნალისტი, მატეო მორეტო უარყოფს.

წყაროს თანახმად, დე იონგი "ბარსელონაში" ყოფნით ბედნიერია, კლუბი კი მისი ყოლით ბედნიერია. კატალონიელები ფრენკის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევენ და მის გაშვებას არ აპირებენ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #2 26 აპრილი 2022 17:51
    0
    ძაანაც კაი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 აპრილი 2022 13:59
    2
    მორჩა დახურულია საკითხი.