ფერგიუსონი ,,ბარსელონაზე"

ფერგიუსონი ,,ბარსელონაზე"

ალექს ფერგიუსონს სურს, სცადოს შეწყვიტოს ბარსას გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე.  ,,მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელი აცხადებს, რომ მოგების ერთადერთი საშუალება ინიესტას, მესის და ხავის გაჩერებაა.

,,ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის მესის, ხავის და ინიესტას გამოთიშვა თამაშიდან.” – განაცხადა ფერგიუსონმა. ,,ყველა ეძებს გასაღებს მათ თამაშში, რადგან ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან.” ფერგიუსონმა კვირას "ბარსელონა" – "ესპანიოლის" მატჩზე საკუთარი ძმა გაგზავნა.  

 

 ,,ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება.”  

 

სერ ალექსმა განაცხადა, რომ ,,ბარსელონა" ფავორიტია.  ,,აშკარაა, ,,ბარსელონა" ფავორიტია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმდენივე შანსი მოვიგოთ ფინალი, რამდენიც ,,ბარსელონას." 

,,ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემები გაუჩინონ ნებისმიერ კლუბს და იმედი მაქვს ისინი ,,ბარსელონასაც” შეუქმნიან პრობლემებს.” – განაცხადა ვეტერანმა მწვრთნელმა.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.