მატეუ ალემანი ატლეტიკოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გუშინ "ბარსელონას" დირექტორი მატეუ ალემანი მადრიდის "ატლეტიკოს" აღმასრულებელ დირექტორს, ხილ მარინს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა.
COPE-ს ინფორმაციით განსახილველი თემა ანტუან გრიზმანი და ალვარო მორატა იყო. წყაროს ცნობით "ატლეტიკო" გრიზმანის იჯარის გახანგრძლივებას არ აპირებს, რის შესახებაც ფეხბურთელსა და მის აგენტს უკვე აცნობეს. იმავე წყაროს ინფორმაციით მხარეებმა განიხილეს ვარიანტი, რომლის თანახმადაც გრიზმანი "ბარსელონაში" დაბრუნდება, რის შემდეგაც კატალონიელები მას "იუვენტუსს" ალვარო მორატაში გაუცვლიან. ასეთ შემთხვევაში "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერის თანხის გადახდა არ მოუწევს.
ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ "ბარსა" რობერტ ლევანდოვსკის შეძენას ვერ მოახერხებს.
შეხვედრიდან გამოსულმა ალემანიმ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ხილ მარინთან ანტუან გრიზმანის საკითხი არ განუხილავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]