ერიკ გარსიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, ერიკ გარსიას დაზიანებულ ცერა თითზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ განცხადებას კატალონიური კლუბი ავრცელებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ხელის ცერა თითზე ოპერაცია ჭირდება. გარსიას ოპერაცია დღეს ექიმმა ჩავიერ მირმა ჩაუტარა. ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა.
ოფიციალური ინფორმაციით გარსიას თამაში ჯერ არ შეუძლია. მისი დაბრუნება მკურნალობის პროცესზე იქნება დამოკიდებული.
ერიკ გარსია ლა ლიგის მომდევნო ტურს დისკვალიფიკაციის გამო ისედაც ტოვებდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]