დიდი გარიგების მოლოდინში - ბარსა 200 მილიონ ევროს ელოდება
ჟოან ლაპორტა და მისი დირექტორთა საბჭო "ბარსელონასთვის" ფინანსების მოძიების გზებზე მუშაობას განაგრძობენ.
აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კატალოიური კლუბი მიზნის მისაღწევად საინვესტიციო კომპანია CVC-სთან ხელშეკრულების გაფორმებასა და Barca Studio-ს 49%-იანი წილის გაყიდვის ვარიანტებს განიხილებოდა. ცოტა ხნის წინ კი განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა.
2Playbook-ის ცნობით "ბარსელონა" ახლოსაა, გაყიდოს კომპანია Barça Licensing & Merchandising (BLM)-ის 49%, სანაცვლოდ კი 200 მილიონი ევრო მიიღოს. ეს კლუბის ფინანსური მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.
Barça Licensing & Merchandising 2018 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც "ბარსელონას" სავაჭრო ნიშნის ქვეშ მოქცეული პროდუქციით საცალო ვაჭრობას უზრუნველყოფს. 2018 წლამდე ეს საქმე 100%-ით კომპანია "ნაიკს" ჰქონდა ჩაბარებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]