კოკუ "ბარსა ბ"–ს მწვრთნელობის კანდიდატია

კოკუ "ბარსა ბ"–ს მწვრთნელობის კანდიდატია

ფილიპ კოკუ არის ერთ–ერთი იმ მწვრთნელობის კანდიდატთაგანი, რომელიც წერია სეიაში. მას სურს, რომ მომდევნო სეზონიდან სათავეში ჩაუდგეს "ბარსა ბ"–ს, რომელსაც ჯერ–ჯერობით ლუის ენრიკე წვრთნის. კოკუ "ბარსელონაში" ასპარეზობდა 1998–2004 წლებში, იგი ამჟამად ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ბერტ ვან მაარვიკის, თანაშემწეა.

 

სპორტულ ხელმძღვანელობას ჯერ არც ერთი კანდიდატი არ აურჩევია, ისინი აპირებენ სეზონის დასრულებამდე მოიცადონ. კანდიდატთა სია დღითიდღე იზრდება და ხშირად ახალი სახეებიც ჩნდება, მაგალითად ოსკარ გარსია ხუნიენტა და ალბერტო ფერერა. კანდიდატების სიაში ასევე შესულები არიან: ლუის კარერასი, რაულ აგნე, ხუან კარლოს უნსუე.

 

კოკუსა და გვარდიოლას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში, სწორედ ჰოლანდიელი დაეხმარა კატალონიელს იბრაჰიმ აფელაის ტრანსფერში. ამის გარდა, ის კარგად იცნობს გუნდის სტრუქტურას. მას უთამაშია პეპთან, ჩავისთან, პუიოლთან და ვალდესთან ერთად. პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რომ გუნდს სურს გრძელვადიანი კოტრაქტი, კოკუ კი სამწვრთნელო კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელებას გეგმავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.