შესაძლოა, ბარსელონამ კუნდეს ტრანსფერში ფეხბურთელებიც ჩართოს

შესაძლოა, ბარსელონამ კუნდეს ტრანსფერში ფეხბურთელებიც ჩართოს

"ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე "სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდეა. სპორტული სექტორი და ჩავი ერნანდესი ფრანგს ძალიან აფასებენ და რონალდ არაუხოს კარგ მეწყვილედ მიიჩნევენ.

ანდალუსიური კლუბი 23 წლის ფეხბურთელის გაშვებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა პრობლემა გამოსასყიდი თანხა - 80 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც "ბლაუგრანას" არ შეუძლია. ამის გამო, შესაძლოა, პოტენციურ ტრანსფერში მოთამაშეებიც ჩაერთონ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "სევილია" ფეხბურთელების გაცვლის წინააღმდეგი არაა. "ბარსას" ტრანსფერში სერჟინიო დესტისა და კლემან ლანგლეს ჩართვა სურს. ანდალუსიელები ამერიკელი უკანახაზელის ჩართვას მიესალმებიან, თუმცა ლანგლეს დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. 

ნებისმიერ შემთხვევაში, "ბარსელონა" ფინანსური სიტუაციის გამოსწორებასა და "სევილიას" პასუხს უნდა დაელოდოს. გასათვალისწინებელია, რომ კუნდეს შეძენა "ნიუკასლსა" და "ჩელსისაც" სურთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 19 მაისი 2022 17:27
    0
    რა თქმა უნდა ლანგლე არ უნდათ თავიანთია ძლივს მოიცილეს და ეხლა უკან წაიყვანენ? მაშინ დესტთან ერთად უმტიტი მისცენ ან მინგესა. მოკლედ ვიღაცა უნდა შეასაღონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 18 მაისი 2022 18:15
    0
    ციტატა: Clever liar
    ღირს თუარა წინასწარ არავინ იცის თუმცა მე მომწონს მსგავსი სხარტი და აგრესიული ფეხბურთელები, ამიტომ ჩემზე რო იყოს ამას არაუხოს უყოყმანოდ შევუწყვილებდი.. მეორე საკითხია რომელს შეუძლია ცენტრის დირიჟორობა და როგორი იქნებოდა თითქმის ერთნაირი სტილით 2 მოთამაშის ტანდემი, მარა გარსია ლენგლეს ფონზე ვფიქრობ მაინც არაფერი გვაქვს დასაკარგი..

    ნუ დაგავიწყდება რომ კუნდე ისეთივე პროდუქტიულია მარჯვენა ფლანგზე როგორც ცენტრში, დაჟე უფრო მეტი თავისუფლება აქვს და ვინ იცის ხავის რა აქვს გეგმაში. სულ არ გამორიცხო რო ფლანგზე ვიხილოთ კუნდე. მითუმეტეს თუ კიდევ იყიდეს სხვა მცველი. თან კრისტენსენ ნაყიდი ყავთ.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #8 18 მაისი 2022 16:30
    0
    რავი მოიყვანონ
    Culé [?]
    #7 18 მაისი 2022 15:33
    0
    ღირს თუარა წინასწარ არავინ იცის თუმცა მე მომწონს მსგავსი სხარტი და აგრესიული ფეხბურთელები, ამიტომ ჩემზე რო იყოს ამას არაუხოს უყოყმანოდ შევუწყვილებდი.. მეორე საკითხია რომელს შეუძლია ცენტრის დირიჟორობა და როგორი იქნებოდა თითქმის ერთნაირი სტილით 2 მოთამაშის ტანდემი, მარა გარსია ლენგლეს ფონზე ვფიქრობ მაინც არაფერი გვაქვს დასაკარგი..
    Davita
    სტუმარი [?]
    #6 18 მაისი 2022 15:17
    1
    ღლიფონა ტორეში გადაიხადეს 60 მლ და კუნდესთვის არ აქვთ ფული? ესენი მართლა უვიცები არიან ან კიდე ძალით ძირავენ ბარსელონას

    ციტატა: Barca1980
    კუნდე ღირს 80 მილიონი და დე იონგსაც მაგ ფასში ვყიდით ? ყველა კლუბი ბარსელონასთან რატომ ცდილობს ორმაგ ფასში ფეხბურთელების გაყიდვას ? კუნდეს რეალური ფასი 35-40 მილიონია მაქსიმუმ , რა 80 მილიონი , მაშინ არაუხო რა ღირს 150 მილიონი ?

    არაუხო რაში ჯობია კუნდეს? პიკე როცა არაყავს გვერდით არაუხოც კარგად ლენგლობს, აი კუნდე არაუხოს წყვილი კი იქნება დონე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 მაისი 2022 13:56
    1
    ე ბიჭო ამის დათრევა იქნება სუკეთესო ტრანსფერი წელს

    რაის ლენგლე იქნება ხალხნო რეებს წერთ. ლენგლე სევილიაშიც ლენგლე იყო. ალვეშიც რო სევილიადან ვიყიდეთ ნუ დაგავიწყდებათ. ზუსტად ის მცველია ვინც ჭირდება ბარსელონას. უსწრაფესად ამოაქვს ბურთი, საუკეთესო პასებს არიგებს, იდეალურად ეხმარება საყრდენს და რაც მთავარია მარჯვენა მცველადაც იდეალურად თამაშობს. ეს და ლენგლე ერთმანეთს როგორ უნდა შეადარო. ხავი დებილი ხო არ გგონიათ რო იხვეწება ამის ყიდვას. ორი წლის წინ როცა კაპიკები ღირდა მაშინ ვიძახდი ამის ყიდვას. აბსოლიტურად არ გავს სხვა ფრანგებს. ამაზე იდეალური მცველი ბარსასთვის არ არსებობს ამ მომენტში. რა ლენგლე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 მაისი 2022 13:18
    2
    ციტატა: ROUCH
    ნეტა ნიუკასლმა წაგვართვას. რატო მგონია რო ლენგლე იქნება ჩვენთან ესეც. სევილიაში ეს ბატიც კარგი ჩანდა და რო ვთქვი არ ვარგა მეთქი რასამობ კაი ბიჭიაო ზოგმა. ეხლა რა დაემართა იმ კარგ ბიჭს რო თქვა პრაქტიკა არ ქონდაო სუ ძირითადში ეგდო. თან ამას ხადიათიც არ უვარგა ალბამ გაუჩალიჩა და აგდო გოიმივით. რეალის ბიჭები რას უზავენ თუ დაჭირდათ

    აბა ადრიანო ალვეში და რაკიტიჩი ერთმა ლენგლემ გადაუსვა სევილიას ხაზი?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 მაისი 2022 13:13
    0
    ნეტა ნიუკასლმა წაგვართვას. რატო მგონია რო ლენგლე იქნება ჩვენთან ესეც. სევილიაში ეს ბატიც კარგი ჩანდა და რო ვთქვი არ ვარგა მეთქი რასამობ კაი ბიჭიაო ზოგმა. ეხლა რა დაემართა იმ კარგ ბიჭს რო თქვა პრაქტიკა არ ქონდაო სუ ძირითადში ეგდო. თან ამას ხადიათიც არ უვარგა ალბამ გაუჩალიჩა და აგდო გოიმივით. რეალის ბიჭები რას უზავენ თუ დაჭირდათ
    Culé [?]
    #2 18 მაისი 2022 12:29
    6
    კუნდე ღირს 80 მილიონი და დე იონგსაც მაგ ფასში ვყიდით ? ყველა კლუბი ბარსელონასთან რატომ ცდილობს ორმაგ ფასში ფეხბურთელების გაყიდვას ? კუნდეს რეალური ფასი 35-40 მილიონია მაქსიმუმ , რა 80 მილიონი , მაშინ არაუხო რა ღირს 150 მილიონი ?
    Moriba
    სტუმარი [?]
    #1 18 მაისი 2022 12:25
    0
    რათგვინდა ეს მეორე ლენგლე იქნება თან რაც ალბასთან იკისრა რავიცი უბრალოდ ბარსელონას ფეხბურთელებს ეგეთი რამეს არ კადრულობენ და ეს რო აქ გადმოვიდეს უარეს იზამს დდ