დიეგო ფორლანი კვლავ მოიაზრება ”ბარსას” სარეზერვო სიაში
”ბარსელონა” მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას გეგმავს. მართალია, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულებამდე კლუბი აღნიშნულ თემაზე არ საუბრობს, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფეხბურთელებთან თუ კლუბებთან და შესაბამისად წარმოდგენა აქვთ, თუ რა დაუჯდებათ ესა თუ ის ოპერაცია.
ბოლოს ყველაზე აქტიურად ალექსის სანჩესი განიხილებოდა - ”უდინეზეს” ვარსკვლავი, რომელმაც შესაძლოა, მომდევნო სეზონში ”ბარსას” ფორმა მოირგოს. მაგრამ, ვინაიდან საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა, ”ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა სარეზერვო ვარიანტებსაც განიხილავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იტალიური კლუბი ჩილელ ფეხბურთელს ძალიან ძვირად აფასებს, ”ბარსელონას” კი არ სურს ამხელა თანხის გადახდა.
”ბარსელონას” არ აპირებს ფლორენტინო პერესის მსგავსად ყოველწლიურად აურაცხელი თანხები დახარჯოს ვარსკვლავების შეძენაზე. ისინი ”მანჩესტერ იუნაიტედის” მსგავს პოლიტიკას ატარებენ. შესაბამისად, კატალონიელების სამიზნეში დიეგო ფორლანი მოექცა. ურუგვაელ ფეხბურთელს ამჟამინდელი კლუბის დატოვება სეზონის დასრულებისთანავე სურს. ამ შემთხვევაში ”ბარსელონას” მისი ყიდვა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]