ბენდტნერი: ”ყველა ფეხბურთელს სურს ჩავისა და ინიესტას გვერდით თამაში”
ნიკლას ბენდტნერი უკვე ესაუბრა არსენ ვენგერს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით. ეს სიახლე არაა, ვინაიდან უკვე ერთ თვეზე მეტია აღნიშნული საკითხი აქტიურად ტრიალებს პრესაში.
დანიელმა ფორვარდმა TV2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ ეძლევა შესაძლებლობები ”არსენალში”. 23 წლის ფეხბურთელს სათამაშო დრო სჭირდება, თუმცა მან ვერ დაიმსახურა არსენ ვენგერის ნდობა. ეს უკანასკნელი უპირატესობას რობინ ვან პერსს და ჩამახს ანიჭებს.
ბენდტნერმა არ დამალა ”ბარსაში” თამაშის სურვილი და განაცხადა: ”არჩევანი რომ მქონდეს, ”ბარსელონაში” თამაშს ავირჩევდი. არასდროს მყოლია კერპი, თუმცა როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი, მეც ვოცნებობ ჩავისა და ინიესტას გვერდით თამაშზე”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]