ხავიერ პასტორე: ”მადრიდის ”რეალში” ან ”ბარსელონაში” თამაში მსურს”

ხავიერ პასტორე: ”მადრიდის ”რეალში” ან ”ბარსელონაში” თამაში მსურს”

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პერიოდი ახლოვდება. შესაბამისად ფეხბურთელები თავიანთ სასურველ კლუბებზე ხმამაღლა საუბარს იწყებენ. მათ შორისაა ”პალერმოს” არგენტინელი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე. პასტორემ განაცხადა, რომ დიდი მისთვის პატივი იქნება მადრიდის ”რეალში” ან კატალონიის ”ბარსელონაში” თამაში.

ჯერ-ჯერობით არც ”რეალის” და არც ”ბარსელონას” წარმომადგენლებს არ მიუმართავთ კლუბისთვის ჩემი შესყიდვის თაობაზე, თუმცა პრესაში მუდმივად ტრიალებს ჭორები ჩემდამი მათ ინტერესზე. ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება რომელიმე ხსენებული გუნდის შემადგენლობაში თამაში. მაგრამ ახლა მთლიანად ”პალერმოზე” ვფიქრობ, მე აქ ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ოდესღაც მომიწევს კლუბის დატოვება, მაგრამ ჯერ ამ საკითხზე არ ვფიქრობ.” - ციტირებს პასტორეს სიტყვებს Goal.com.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.