ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ, ლა ლიგის 35–ე ტურში, კატალონიის "ბარსელონამ" გაინაღდა ჩემპიონობა ეროვნულ ჩემპიონატში. მატჩი "ლევანტესთან" 1:1 დასრულდა. კატალონიელთა მხრიდან თავი სეიდუ კეიტამ გამოიჩინა. მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

 

კარლეს პუიოლი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია. ახლა უკვე შეგვიძლია სრულფასოვნად დავისვენოთ და მოვემზადოთ "უემბლის" ფინალისთვის".

 

სეიდუ კეიტა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო "ბარსას" ქომაგებისთვის. ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოდის, რომელიც უმნიშვნელოვანესია კლუბისთვის. ჩემს გოლს ვუძღვნი ცოლს, შვილებსა და ქომაგებს".

 

ლიონელ მესი: "ლა ლიგის მოგება ნამდვილად არ იყო იოლი, რადგანაც ჩვენ ვიბრძოდით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიცაა მადრიდის "რეალი". "ბარსელონას" ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და აჩვენეს თავიანთი პლიუსები. ახლა შეგვიძლია დავტკბეთ გამარჯვებით".

 

ხავიერ მასკერანო: "ეს ტიტული გვიჩვენებს რამდენად "მშიერია" ეს კლუბი".

 

ვიქტორ ვალდესი: "ჩვენ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევძელით გამარჯვების მოპოვება. ეს ურთულესი სეზონი იყო, რომელიც ფანებმაც შესანიშნავად იცოდნენ. მაქსიმუმს მივაღწიეთ და ბედნიერი ვარ. ზეიმის დროა !"

 

ანდრეუ ფონტასი: "მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. განსხვავებული გრძნობაა, როდესაც ასეთ დიდებულ ტიტულს პირველ გუდნთან ერთად იგებ. მე მჯეროდა გამარჯვების. ზეიმის დროა !"

 

ჩავი ერნანდესი: "ტიტულის მოპოვება უდიდესი სიამოვნებაა. ჩვენ უმძიმეს ბრძოლაში ჩემპიონები გავხდით. უბედნიერესი ვარ ამ კლუბში. ყველა "ბარსას" ფანს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ისინი იმსახურებდნენ ამას".

 

ანდრეს ინიესტა: "ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. დროა დავტკბეთ გამარჯვებით. არ მინდა დრო სწრაფად გავიდეს და ვერ მივიღო სიამოვნება ამ გამარჯვებით. ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად".

 

დავიდ ვილია: "ეს არ იყო ადვილი გამარჯვება.  ლა ლიგის ტიტულის მოპოვება ასოცირდებოდა ძალიან დიდი ძალების დახარჯვასთან. ეს არ არის ერთდღიანი ან თუნდაც ორდღიანი შრომის შედეგი. ჩვენ თვეობით ვმუშაობდით ამაზე. ახლა უბედნიერესი ვარ!"

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.