კაპიტნებმა ანაზღაურების შემცირებაზე უარი განაცხადეს
ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა", ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად და სახელფასო ჭერის შესამცირებლად, ფეხბურთელებისთვის ანაზღაურების დაკლებას გეგმავს.
მიუხედავად ამისა, კატალონიური პრესის ინფორმაციით, გუნდის კაპიტნებმა - სერხიო ბუსკეტსმა, ჟერარ პიკემ და ჟორდი ალბამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ, შემადგენლობის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მათ ხელფასები უკვე შეიმცირეს.
"ბარსას" მე-3 კაპიტნის, სერჟი რობერტოს სიტუაცია განსხვავებულია - ის მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და იმის ნახევარს გამოიმუშავებს, რაც მანამდე ჰქონდა.
რაც შეეხება პიკეს - მას თავისი ხელფასი გადავადებული აქვს და ასევე, 2021/22 და 2022/23 წლების სეზონებში 10 მილიონი ევროზე მეტი დათმო. ჟერარი კლუბში მინიმუმ 1 სეზონით დარჩება, შემდეგ კი თავის მომავალს გადაწყვეტს. იმ შემთხვევაში, თუ პიკე საფეხბურთო კარიერას 2023 წელს დაასრულებს, შესაძლოა, მან კონტრაქტით გათვალისწინებულ, დარჩენილ თანხაზე უარი თქვას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]