ჩავი ვეტერანებისთვის ნაკლები სათამაშო დროის მიცემას გეგმავს

ჩავი ვეტერანებისთვის ნაკლები სათამაშო დროის მიცემას გეგმავს

ჩავი ერნანდესი აპირებს, მომდევნო სეზონში გუნდის ვეტერანებს, ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეტსსა და ჟორდი ალბას ნაკლები სათამაშო დრო მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ AS-ის ჟურნალისტი ლუის მასკანო ავრცელებს.

"ბარსას" მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ გასულ სეზონში ფიქრობდა, რომ ვეტერანებს არსებული დატვირთვით თამაში და კვირაში ზედიზედ 2 შეხვედრის ჩატარება არ შეუძლიათ. თუმცა მას ალტერნატივა არ ჰქონია - პიკე, ბუსკეტსი და ალბა გუნდისთვის შეუცვლელი წევრები იყვნენ.

მომდევნო სეზონისთვის ამ სამეულს შემცვლელები ეყოლება და ჩავი გეგმავს, ამით ისარგებლოს. გარდა იმისა, რომ ვეტერანების ფიზიკური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, დროა, გუნდმა მათ გარეშე თამაში ისწავლოს. ამით კი ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი, ფრანკ კესიე და სავარაუდოდ მარკოს ალონსო იხეირებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 6 ივნისი 2022 00:03
    2
    ტყუილად კი არ ქვია ამ კაცს მაესტრო
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 5 ივნისი 2022 18:46
    2
    ძალიან კარგი, აბა მესი იყო ბებერი და პიკეა ახალგაზრდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 ივნისი 2022 18:05
    4
    ინიესტა ადგა და წავიდა როცა მიხვდა რო ბარსელონას სხვა ფიზიკური მზაობა სჭირდებოდა, რომელია აქედან ინიესტაზე მეტი? თან ხელფასის დაკლებაც რო არ უნდათ... მართალი ხარ მაესტრო, მცირე დრო რაც შეილება ამათ...
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #7 5 ივნისი 2022 15:28
    3
    ისეთი შემცვლელები მაინც იყოს ან მოყავდეთ რომ გუნდს არ დაეტყოს, მე არც კესის არც კრისტენსენის და მითუმეტეს არც ალონსოს არ მჯერა, არ დაიწყოთ მილანში და ჩელსიში რას აკეთებდნენ ლალიგა და ბარსა სულ სხვა დონე და სხვა ფილოსოფიაა ასე რომ გამიხარდება თუ ლამასიელები იქნებიან ძირითადში და მეტი დრო მიეცემათ.
    Culé [?]
    #6 5 ივნისი 2022 14:27
    3
    თავის დროზე ხავი დაჯდა სკამზე როცა სიბერისკენ წავიდა და ესენი ვინ არიან სულ ძირითადში რომ იდგენენ. რეალსაც კი ჰყავს ბებრები, მარა ისინი მაგარ ფორმაში არიან, ესენი კიდე კუს ნაბიჯებით დადიან.
    LM10TheLegend
    სტუმარი [?]
    #5 5 ივნისი 2022 13:39
    1
    ფრენკიც წავა ალბათ.. კესი სკამის სახეხად, რომ არ მოდის ეგ ფაქტია, ხშირად ითამაშებს ბუსკეტსიც, რათქმაუნდა გავი და პედრი მიიღებენ დიდ სათამაშო დროს, ასევე დიდი ალბათობით პაბლო ტორეც დაწინაურდება და ეგ იქნება ჩვენი ნახევარდაცვა barca-1
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #4 5 ივნისი 2022 12:36
    4
    31 წლის ალონსოს ვეტერანი ალბა მირჩევნია ასი თავით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 ივნისი 2022 12:13
    1
    და ალონსო არაა რომ ვეტერანი? თუ 2 ვეტერანი უდრის 1 კარგ ასაკში მყოფს?
    Culé [?]
    #2 5 ივნისი 2022 11:57
    6
    ალონსო კი არა ბალდეს მიეცი სათამაშო დრო , ეგ ალონსო ვეტერანებზე უარესია , სისწრაფე საერთოდ აღარ აქვს , ბალდე განავითარე მეტად და დასვავს ორივეს სკამზე ერთ წელში .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ივნისი 2022 11:42
    11
    ფრენკი უნდა დააყენოს საყრდენზე დროა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued