ჟორჟე მენდეშსა და ბარსელონას ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ჟორჟე მენდეშსა და ბარსელონას ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ბარსელონას ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში სუპერაგენტ ჟორჟე მენდეშს, მატეუ ალემანის, რაფა იუსტეს, ჟორდი კრუიფსა და ჟოან ლაპორტას შორის საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მიმდინარეობს. 

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მინიმუმ 5 ტრანსფერი განიხილეს. "ბარსას" ხელმძღვანელობამ პორტუგალიელ აგენტთან ანხელ დი მარიას, კარლოს სოლერისა და ჟოაუ ფელიშის საკითხზე ისაუბრა. ახლა ეს უკანასკნელი კატალონიელთათვის ერთ-ერთი სამიზნეა. 

ამასთან, გავრცელებული ცნობებით, მენდეშმა "ბლაუგრანას" მის ფეხბურთელებზე მიღებული შემოთავაზებებიც გააცნო. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე კლემან ლანგლეა, რომლითაც პორტუგალიური კლუბი ინტერესდება. ასევე, საუბარი იყო ნიკო გონსალესზე.

TV3 შეხვედრაზე ჟოაუ ფელიშის ხსენებას უარყოფს. პორტუგალიელი შემტევი "ბარსელონას" რადარზეა და ჟოან ლაპორტას მოსწონს, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირს და თანაც, "ატლეტიკოს" ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს.

განახლება:

01:11 | ლანგლესთან დაკავშირებით "ბარსას" "პორტუმ" მიმართა.

01:19 | ჟორდი კრუიფი შეხვედრიდან წავიდა.

01:20 | შეხვედრა სრულდება.

01:31 | მენდეშმა "ბარსელონას" ჰკითხა, "ვალენსიასთან" შესაძლო ბარტერში რომელ მოთამაშეებს ჩართავს.

01:35 | ლაპორტამ და იუსტემ შეხვედრა დატოვეს.

01:50 | მენდეში პირდაპირ აეროპორტში წავიდა.

ჟორჟე მენდეშის კომენტარი:

დი მარია და ნიკო? რამდენიმე ფეხბურთელზე ვისაუბრეთ. ლაპორტასთან შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები გვაქვს, მათ ნიკოს გაყიდვა არ სურთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Moriba
    სტუმარი [?]
    #11 9 ივნისი 2022 12:50
    0
    ციტატა: Zura Gviniashvili
    კარგი ცენტრ ფორვარდები ვინც იყვნენ ვლაჰოვიჩი ჰოლანდი უკვე გაყიდულია და ერთი ვინც იყო დარჩენილი ეს ნუნიესი იყო და ეგეც აგვახია ლივერპულმა.. დროზე დაყიდონ ეს წილები რომ ფული შემოვიდეს და სახელფასო ლიმიტი გაიზარდოს თორე იმენა ადგილს ვტკეპნით. შესაძლებლობები ბევრი გვაქვს ბევრი წამოვა მაგრამ ან ფინანსები გვაფერხებს ან ხელფასების ლიმიტი

    ნუნიეს ისედაც ვერ ვიყიდდით 100მილიონს ითხოვს ბენფიკა
    ფანი [?]
    #10 9 ივნისი 2022 12:10
    1
    კარგი ცენტრ ფორვარდები ვინც იყვნენ ვლაჰოვიჩი ჰოლანდი უკვე გაყიდულია და ერთი ვინც იყო დარჩენილი ეს ნუნიესი იყო და ეგეც აგვახია ლივერპულმა.. დროზე დაყიდონ ეს წილები რომ ფული შემოვიდეს და სახელფასო ლიმიტი გაიზარდოს თორე იმენა ადგილს ვტკეპნით. შესაძლებლობები ბევრი გვაქვს ბევრი წამოვა მაგრამ ან ფინანსები გვაფერხებს ან ხელფასების ლიმიტი
    ფანი [?]
    #9 9 ივნისი 2022 11:57
    0
    ნაპოლის რო ეთამაშებოდა ბარსა ლიგის 1/8 ფინალში გატუზო ამბობდა რომ რიკი პუჩი ძალიან კარგი ფეხბურთელიაო ხოდა წაიყვანოს ეგ ბრაითვეითი და მინგესა ჩვენ კი სოლერი წამოვიყვანოთ.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #8 9 ივნისი 2022 11:51
    0
    ფელიში ჭორი მგონია და ალბათ საუბარი ლენგლე-დიმარიაზე მიდიოდა
    გულშემატკივარი [?]
    #7 9 ივნისი 2022 10:19
    2
    ფელიშის მოყვანა ნიშნავს, რომ ანსუ ფატის კარიერას ანგრევ. მაშინ რისთვის იყიდეს ტორესი ? რაში გვჭირდება სამი იდენტური შემტევი ? ნორმალური ცაცია არ უნდა იყოს გუნდში ?
    Culé [?]
    #6 9 ივნისი 2022 10:10
    4
    ნიკოს ხელი არ დაედოს! ბარსას მომავალი ცენტრია გავისთან და პედრისთან ერთად და ტოროც იქვე იქნება
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 ივნისი 2022 08:20
    0
    ფელიშის მყიდველები ვართ ჩვენ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 ივნისი 2022 06:59
    8
    ვლენსიასთან ბარტერი გაიას თაობაზე განიხილეს იმედია და არა სოლერის,თორემ შეიძლება გავგიჟდე.რა სოლერი,რის სოლერი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 ივნისი 2022 05:03
    2
    ნიკო არ უნდა გაიყიდოს. უფრო მეტი დრო და თუ არ მიეცა გავუშვათ
    --------------------
    THUGS
    წევრი [?]
    #2 9 ივნისი 2022 01:25
    0
    ვფიქრობ უფრო დი მარიას და ლენგლეს საკითხი განიხილებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ივნისი 2022 01:05
    7
    ფელიში ჟურნალისტების ფანტაზია მგონია. ჩავისაც არამგონია მაგ ტიპის ფეხბურთელი ჭირდებოდეს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"