დღევანდელი სიახლეები | ლევანდოვსკი, ბუსკეტსი, დი მარია...
გთავაზობთ "ბარსელონაზე" დღეს გავრცელებულ ცნობებს.
რობერტ ლევანდოვსკი | როცა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა თქვა, რომ "ბარსას" პოლონელის შეძენა არ შეუძლია, ლევანდოვსკი და პინი ზაჰავი ძალიან შეწუხდნენ. ამ უკანასკნელმა მაშინვე ლაპორტას დაურეკა, კატალონიელთა პრეზიდენტმა კი პინის მოახსენა, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერები" ტებასზე ძალიან გაბრაზებულნი იყვნენ და მიიჩნევენ, რომ მისი საქციელი მიუღებელი იყო. [MD]
ნიკო გონსალესი | "ბარსელონა" ახალგაზრდა ნახევარმცველს არ გაყიდის. ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ მას ნათელი მომავალი აქვს, თუმცა, კლუბი ამჟამად ფეხბურთელისთვის გარანტირებული სათამაშო დროის მიცემას ვერ მოახერხებს.
ნიკომ იცის, რომ ამ ასაკში სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია და იჯარით წასვლაზე თანახმა იქნებოდა. [MD]
სერხიო ბუსკეტსი | კაპიტანს "ბარსას" ეკონომიკური მდგომარეობა ესმის და კლუბის დახმარება სურს. ის ხელფასს შეიმცირებს, როცა "ბარსელონა" ამის შესახებ შეატყობინებს, მაგრამ ბუსკეტსი ნებისმიერ პირობებს არ მიიღებს, რადგან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. [MD]
სერჟი რობერტო | რობერტო ახალ კონტრაქტს დღეს, ესპანეთის დროით 13:00 საათზე გააფორმებს. ცერემონია მცირე აუდიტორიის წინაშე შედგება. რობერტო ხელფასის 60%-ით შემცირებას დათანხმდა. [MD]
ფრენკი დე იონგი | ნიდერლანდელი წასვლას ნელ-ნელა ეგუება. ტრანსფერს "ბარსას" მიერ მოთხოვნილი თანხა (80 მილიონი ევრო) აბრკოლებს - "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ფულის ერთბაშად გადახდაზე ყოყმანობს. [The Athletic]
ანხელ დი მარია | არგენტინელი არც პრიორიტეტია და არც გრძელვადიანი პროექტისთვის განკუთვნილი, მაგრამ მომავალ სეზონში ის "ბარსელონას" გააძლიერებს, ჩავის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გუნდს ფლანგზე კრეატიული ფეხბურთელი ეყოლება და მასში თანხის დახარჯვაც არ მოუწევს, რადგან დი მარია თავისუფალი აგენტია. [Esport3]
რიკი პუჩი | თუ რიკი გუნდიდან წავა, მისი მთავარი ვარიანტი "ბენფიკაა". მხარეებს შორის კონტაქტი შედგა. ჩავი პუჩს წასვლას ურჩევს. ჯერ გადაწყვეტილი არაა, ესპანელის ტრანსფერი სრულყოფილი იქნება თუ მას იჯარით გაუშვებენ.
22 წლის ნახევარმცველი ჟერარ პიკეს საკუთრებაში მყოფ "ანდორაში" გადასვლაზე არ ფიქრობს. [Relevo]
ლევანდოვსკი & ლაპორტა | ჟოან ლაპორტა რობერტს ესაუბრა და უთხრა, რომ თუ საჯაროდ საუბარსა და მხოლოდ "ბარსელონას" შეთავაზებაზე ფიქრს გააგრძელებს, კლუბი მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს. [SER]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]