მარსელი ბარსელონას 2 ფეხბურთელით დაინტერესდა

მარსელი ბარსელონას 2 ფეხბურთელით დაინტერესდა

გუშინწინ გამართულ ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და კატალონიური გუნდი ფეხბურთელების დამატებას შეძლებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "ბლაუგრანა" უსარგებლო ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას გადაიფიქრებს.

"ბარსას" ისევ ჭირდება, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვას. მათ შორის არიან კლემან ლანგლე და მარტინ ბრეითუეიტი. AS-ის ცნობით მათი დამატებით ფრანგული "მარსელის" მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი დაინტერესდა.

"მარსელის" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტაა, რომელიც ამავე თანამდებობაზე "ბარსელონაში" 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, მანამდე კი კატალონიელთა კარს 8 წლის განმავლობაში იცავდა. მისი ფაქტორის გამო კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა.

მადრიდული გამოცემის ცნობით საქმე უფრო წინ ლანგლეს ტრანსფერთან დაკავშირებითაა წასული. 26 წლის მცველი მომდევნო სეზონში სათამაშო დროის მიღებაზე ფიქრობს. რაც შეეხება ბრეითუეიტს, ცნობილია, რომ ის "ბარსელონადან" წასვლას არ აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 19 ივნისი 2022 18:45
    0
    ისე რა კარგ გუნდს კრავს სამპაოლი

    გუნდში ჰყავს: გუენდოზი, მილიკი, ლუის ენრიქე, პაიე, ბაკამბუ, უნდერი, დე ლა ფუენტე, კოლაშინაცი, მანდადა, ტოლეირა. ამათ თუ დაემატება ლენგლე და ბრაითა მარსელისთვის იდეალური შემადგენლობა იქნება
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #9 18 ივნისი 2022 20:43
    2
    ისედაც მარსელისკენ ვარ საფრანგეთში და ამათ თუ წაიყვანენ ხო საერთოდ გადავირევი სიხარულისგან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 18 ივნისი 2022 17:10
    3
    დროზე გაასხან ამ უნამუსოებმა, როგორ ვერ გაძღნენ მუქთი ფულით ცოტა თავმოყვარეობა ხო უნდა ქონდეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 ივნისი 2022 14:33
    3
    შეუფუთეთ და გაატანეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #6 18 ივნისი 2022 14:33
    2
    აუ ლენგლე და ბრაითა თუ წაიყვანესდა მაგათკენ ვარ ჩემპიონატში, ისედაც პსჟს დედაც ვატირე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ივნისი 2022 14:18
    2
    კარგია, სამშობლოში დაბრუნდება კლიმენტი;
    ჰოდა ლეოს ცუდვით ეხლა სამპაოლის გამოწარებს ცხოვრებას smiley smiley
    Culé [?]
    #4 18 ივნისი 2022 13:38
    1
    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    კი, სალიბა ძაან დონეა, თან ამ ასაკში. ცაციაა მგონი და არაუხოსთან იდეალური დუეტი იქნებოდა 😍 მაგრამ ამავდროულად რაღაც წყევლა ადევს ამ ფრანგებს ჩვენთან :დდ ანრის მერე ფრანგს რო გაემართლოს ბარსელონაში არ მახსენდება
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #3 18 ივნისი 2022 13:17
    1
    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    სალიბაც და გენდუზიც არსენალის ფეხბურთელებია, იჯარით არიან მარსელში. გენდუზის გამოსყიდვას აპირებს მარსელი და სალიბა დიდი ალბათობით არსენალში დარჩება, თვითონაც აქვს ნათქვამი

    ან სალიბა და გენდუზის ლანგლე და ბრეითვეიტში გაცვლას მარტო ჩვენისნაირი მმართველობა თუ დათანხდება მარტო 🤣🤣🤣
    --------------------
    #infinit8iniesta
    გულშემატკივარი [?]
    #2 18 ივნისი 2022 13:13
    1
    ლანგლეში 20 🍋 როავიღოთ კაია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ივნისი 2022 13:05
    8
    სუბისარეტას დამსახურება იყო მეკარეების პრობლემის აღმოფხვრა. ვალდესი გავუშვით და შტეგენი-ბრავოს დუეტი მივიღეთ სანაცვლოდ. პლუს რაკიტიჩის და სუარესის ტრანსფერები გაჩარხა და ბართომეუმ გააგდო!!! იფიქრონ ამ კაცის დაბრუნებაზე. მარსელიც კარგად თამაშობს და ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი ყავს. ბევრმაც მანდ მოუმატა. პაიე, უნდერი, მილიკი, გენდუზი... თან კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ. ლენგლეს თუ მოგვაშორებენ ლიგა 1 ში მაგათ ვუქომაგებ საერთოდ ( ლეოს დიდი პატივისცემა ჩემგან, მაგრამ პსჟ-ს რანაირად უნდა ვუგულშემატკივრო)
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.