ბარსა ატლეტიკის მეკარე კარიერას ვოევოდინაში განაგრძობს

ბარსა ატლეტიკის მეკარე კარიერას ვოევოდინაში განაგრძობს

"ბარსა ატლეტიკის" (ყოფილი "ბარსა ბ") გადახალისება გრძელდება. ამჯერად სიახლე მეკარის პოზიციას შეეხო.

"ბლაუგრანამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის მონტენეგროელი ლაზარ ცარევიჩი კარიერას სერბულ "ვოევოდინაში" განაგრძობს.

ტრანსფერის თანხაზე ნათქვამი არაფერია. გავრცელებული ინფორმაციით ცარევიჩი გუნდს უფასოდ დატოვებს. სამაგიეროდ "ბლაუგრანას" მისი უკან გამოსყიდვის უფლება ექნება.

ლაზარ ცარევიჩი "ბარსელონას" აკადემიას 2017 წელს შეუერთდა. 2018 წელს სერბი "ბარსა ბ-ში" დაწინაურდა.

გასულ სეზონში ცარევიჩი "ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდის პირველი მეკარეობისთვის იბრძოდა, თუმცა 21 წლის არნაუ ტენასთან კონკურენციაში ხშირად აგებდა. მომდევნო სეზონიდან "ბარსელონა ატლეტიკის" პირველი მეკარე სწორედ ტენასი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ივნისი 2022 22:08
    1
    ტენასი ძაან მაგარი ბიჭიაო ასე მსმენია. თამაში არ მაქვს ნანახი. პენია როგორც ვიცი პენალტებს იღებს მაგრად და გალათასარაიშიც კარგად ითამაშა განათხოვრების პერიოდში ჰოდა გაყიდონ ეს ნეტუ და დააწინაურონ ესენი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ივნისი 2022 16:58
    0
    ტენასს ეს ვერ დასვავს სათადარიგოზე.