მიზეზი, რომლის გამოც ბარსელონა რაფინიას დამატების შანსს ინარჩუნებს
"ბარსელონა" "ლიდს იუნაიტედის" ბრაზილიელი შემტევის, რაფინიას დამატების შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, რაც კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელის დამსახურებაა.
უსმან დემბელეს "ბარსელონადან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად კი "ლიდსის" 25 წლის ბრაზილიელი მარჯვენა გარემარბი განიხილება.
რაფინიათი მხოლოდ "ბარსელონა" არაა დაინტერესებული. Sport-ის ცნობით მისი შეძენის სურვილს "ლივერპული" და "ჩელსიც" გამოხატავენ. იმავე წყაროს ცნობით, რომ არა ფეხბურთელის აგენტი დეკუ, რაფინია უკვე რომელიმე ინგლისურ გუნდში იქნებოდა გადასული.
დეკუ 2004-2008 წლებში "ბარსელონაში" თამაშობდა. მას კატალონიურ კლუბთან კარგი ურთიერთობა აქვს და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც რაფინია "ბარსას" ისევ ელოდება. თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ "ლიდსი" არ აპირებს, თავიდან დასახელებულ 55 მილიონ ევროს დააკლოს, "ბლაუგრანასთვის" კი ეს თანხა ბევრია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]