მანჩესტერ იუნაიტედი ბარსელონას ახალ შეთავაზებას უმზადებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკი დე იონგისთვის ბრძოლაში არ ნებდება და "ბარსელონას" ახალ შეთავაზებას უმზადებს.
"წითელმა ეშმაკებმა" ნიდერლანდელი ნახევარმცველის ხელში ჩაგდება თავდაპირველად 70 მილიონ ევროდ სცადეს, საიდანაც 60 მილიონი ფიქსირებული იყო, 10 მილიონი კი ბონუსები. ინგლისელებმა ესპანელებისგან დაუყოვნებლივ უარი მიიღეს.
ცნობილია, რომ "ბარსელონას" 80-85 მილიონი ფიქსირებული და დამატებით კიდევ ბონუსები სურს.
The Daily Mail-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ "მანჩესტერი" "ბარსელონასთვის" ახალ შეთავაზებას ამზადებს. "იუნაიტედი" მზადაა, "ბარსას" 75 მილიონი ევრო გადაუხადოს, რასაც ბონუსები დაემატება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]