ნეტუ ბარსელონადან წასვლაზე უარს ამბობს, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობს

ნეტუ ბარსელონადან წასვლაზე უარს ამბობს, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობს

"ბარსელონას" სპორტულ დეპარტამენტს ახალი პრობლემა გაუჩნდა. გუნდის სათადარიგო მეკარე ნეტუ "ბლაუგრანას" დატოვებას არ აპირებს.

32 წლის ბრაზილიელ მეკარეს არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის იტალიიდან, სადაც მას უკვე უთამაშია და ასევე სამშობლოდან. ცნობილია, რომ რომის "ლაციო" მზად იყო, ნეტუ დაემატებინა, თუ "ბარსელონა" ფეხბურთელს უფასოდ გაუშვებდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები ამისთვის მზად იყვნენ, რადგან მათი მთავარი ამოცანა სახელფასო დანახარჯების შემცირებაა.

ახლა კი Sport იტყობინება, რომ ფეხბურთელმა "ბარსელონას" დატოვებაზე უარი განაცხადა. მას სურს, კონტრაქტით დარჩენილი ვადა, ერთი წელი კატალონიურ კლუბში გაატაროს და კუთვნილი ხელფასი მიიღოს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ მას იგივე ანაზღაურებას სხვა კლუბები ვერ შესთავაზებენ.

ნეტუმ გადაწყვეტილება უკვე აცნობა როგორც "ბარსას", ასევე საკუთარ აგენტებს. Sport-ის ცნობით ორივე მხარე გაკვირვებული დარჩა.

კატალონიური მედიის ინფორმაციით "ბარსელონა" ფეხბურთელთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტაზე ფიქრობს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 21 ივნისი 2022 22:24
    1
    რამდენი უნამუსო და არაფრისმაქნისი ფეხბურთელი ყავს გუნდს და ისეთ ხელფასებს იღებენ , სხვა კლუბში ვარსკვლავებს არა აქვთ და მესის ხელფასზე ლაპარაკობდა ხალხიი !!! მესი იყო სწორედ მაგათი ხელფასისა და მოგებული ტიტულების გარანტია და სამმაგიც ეკუთვნოდა ამ ნახირის თრევის გამოო . მერე კიდევ გვიკვირს ლიგას ვერ ვიგებდითო , ხალხი აქ ხელფასის გამო მოდიოდა , ლიგა სულ ერთ ადგილზე ეკიდა , იჯდა თბილად ნოუ-კამპზე და ცხოვრობდნენ მეფეებივით , ვარჯიში არ უწევდათ და თამაში , ისვენებდნენ და მდიდრდებოდენ . მოკითხა დიდი სიყვარულით ბართოს შთამომავლობას , ყველა ბარსელონას ჭეშმარიტი გულშემატკივარისაგან !!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 ივნისი 2022 18:05
    1
    ამასაც ჩვენ ხარჯზე მოუნდა ცხოვრების აწყობა რა. მეკარეა და ერთადერთი კოპაზე თამაშობდა ახლა აღარც მანდ არ ათამაშებენ. წავიდეს ლაციოში ძირითადშიც შეიძლება გაიჩითოს და თან ცუდი გუნდი არაა ლაციო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 ივნისი 2022 16:56
    1
    ესეც კაი აფერისტი ყოფილა, ძირითადში თუ არ მათამაშებთ წავალო და რო უშვებენ მერე გაახსენდა ხელფასსაც რო შეუმცირებდნენ სადაც არ უნდა წასულიყო?
    SHOTADEPAY9
    სტუმარი [?]
    #5 21 ივნისი 2022 15:19
    2
    ყველა როგორ უნდა აჯანყდეს არ წასვლაზე? 😡
    Culé [?]
    #4 21 ივნისი 2022 14:02
    3
    არადა წინა წლებში ეს არ იყო რომ მიდიოდა გუნდიდან თან შტეგო რომ ტრამვიანობდა მაშინ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივნისი 2022 13:21
    6
    რამდენი უთავმოყვარეო გვყავს გუნდში
    ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ბართომეუმ რაც დაგვმართა
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივნისი 2022 12:50
    7
    რამდენი მუქთამჭამელა გვყავს ბიჭო გუნდში რა არის ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივნისი 2022 12:40
    7
    რატო მოუნდება წასვლა რა ფულს იღებს მარტივად
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid