ოფიციალურად: 2023/24 წლების სეზონში ბარსელონა ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2023/24 წლების სეზონში გუნდი ქალაქ ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებს.
"ბარსელონა" 2023/24 წლების სეზონში ლუის კომპანის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. ჩვენთვის ეს პრივილეგიაა. დავთვალეთ, რომ სტადიონის ერთი წლით ქირაობა 15-20 მილიონი ევრო დაგვიჯდება.
- განაცხადა ლაპორტამ დღევანდელი მიმართვის დროს.
2023/24 წლების სეზონში "კამპ ნოუს" რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაში იქნება შესული, რის გამოც კლუბს დროებითი სტადიონი დასჭირდება.
"ლუის კომპანის ოლიმპიური სტადიონი", იგივე "მონჟუიკი" 1929 წელს გაიხსნა. 1980-იან წლებში მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სტადიონი ამჟამად 60 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევს.
საინტერესოა, რომ 1991-92 და 1995-2002 წლებში ამ არენაზე "ბარსას" ამერიკული ფეხბურთის გუნდი "ბარსელონა დრეგონსი" თამაშობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]