დემბელეს პრობლემა - უსმანი არავის სურს
უსმან დემბელეს კარიერა მომდევნო სეზონიდან ისე ვერ გაგრძელდება, როგორც ფრანგი შემტევი ისურვებდა. Sport-ის ცნობით ამის მიზეზი ისაა, რომ 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ყველა დაინტერესებულ გუნდს გაუნელდა.
დემებელსთვის აქტიურ ბრძოლას პირველი "პარი სენ-ჟერმენი" გამოეთიშა. ფრანგების ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი უსმანის დამატების პერსპექტივით დიდად მოხიბლული არაა.
ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა, რომ დემბელეს "ჩელსიში", თავის ყოფილ მწვრთნელ ტომას ტუხელთან გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. თუმცა თუ Sport-ს დავუჯერებთ, ლონდონელები ფეხბურთელის მოთხოვნებით გაკვირვებულები დარჩნენ. ამას ისიც ემატება, რომ "ჩელსის" დემბელეს ტრავმიანობა აღელვებს.
უსმანის კონტრაქტს ვადა 9 დღეში გასდის. "ბარსელონას" შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ ჩავის თხოვნის მიუხედავად კლუბი ფეხბურთელისთვის შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებას არ აპირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]