ბაიერნმა ლევანდოვსკის დარჩენაზე დათანხმება სცადა
მიუნხენის "ბაიერნი" ყველანაირად ცდილობს, რობერტ ლევანდოვსკი გუნდში დარჩენაზე დაითანხმოს, მაგრამ უშედეგოდ.
რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკი მალიორკაზე დასასვენებლად ჩავიდა. Sky Sports-ზე დაყრდნობით Sport გვატყობინებს, რომ პოლონელთან შესახვედრად მალიორკაზე ჩავიდა "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩიც. ვიზიტის მიზეზი ლევანდოვსკისთან და მის აგენტთან, პინი ზაჰავისთან შეხვედრა იყო. სალიჰამიჯიჩი შეეცადა, ლევანდოვსკი "ბაიერნში" კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაეთანხმებინა. თუმცა პოლონელის პასუხი მკაფიო იყო - მას მხოლოდ "ბარსელონაში" თამაში სურს.
Sport-ის ცნობით ეს "ბაიერნის" ბოლო მცდელობა იყო და მოსალოდნელია, რომ მიუნხენელები "ბარსელონასთან" მოლაპარაკებების დაწყებას დასთანხმდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]