ბარსელონა UEFA-სგან მინიმუმ 140 ათას ევროს მიიღებს

ბარსელონა UEFA-სგან მინიმუმ 140 ათას ევროს მიიღებს

UEFA ქალების ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს, რაც ამ მიმართულებით მეტი ფულის ხარჯვაში გამოიხატება.

ივლისში ინგლისში ქალების ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. UEFA-ს გადაწყვეტილებით ტურნირის საპრიზო ფონდი 16 მილიონი ევრო იქნება, რაც წინა გათამაშების საპრიზო ფონდს ზუსტად ორჯერ აღემატება.

გაზრდილია იმ კლუბების კომპენსაციაც, რომელთა ფეხბურთელებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. ერთი ფეხბურთელის მიერ ტურნირზე გატარებულ თითო დღეში კლუბი 500 ევროს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ თითო ფეხბურთელი თავის კლუბს მინიმუმ 10 ათას ევროს მოუტანს. იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი ჯგუფიდან გავა, ფეხბურთელი კლუბის ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტით შეავსებს.

ჯერჯერობით ტურნირის საბოლოო განაცხადები ცნობილი არაა, მაგრამ ვიცით, რომ "ბარსელონას" ბევრი წარმომადგენელი ეყოლება. Sport ვარაუდობს, რომ "ბარსელონა" მინიმუმ 140 ათას ევროს მიიღებს და თუ "ბლაუგრანას" ფეხბურთელების გუნდები ჯგუფიდან გავლენ, რაც დიდი ალბათობით მოხდება კიდეც, ეს თანხა გაიზრდება.

იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონას" ქალების გუნდის ბიუჯეტი მხოლოდ 4.5 მილიონი ევროა, UEFA-სგან მიღებული თანხა კატალონიელებისთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ივნისი 2022 18:28
    0
    4,5 მილიონი?🤣
    სამჯერ მეტი ხელფასი გონებაჩლუნგ დემბელეს აქვს ჯერ კიდევ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ივნისი 2022 15:47
    0
    და მაინც საკმაოდ ცოტას უხდიან ქალებს.
    Culé [?]
    #1 22 ივნისი 2022 09:02
    2
    ალექსია, ნამდვილი კაპიტანი კლუბის, სული და გული გუნდის, თან ლა მასიელი ულამაზესი გოგონა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა