აბდე ეზალზულით კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
"ბეტისისა" და "ოსასუნას" შემდეგ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის, აბდე ეზალზულის დამატებით "ვილირეალიც" დაინტერესდა. Sport-ის ცნობით ამ შემთხვევაში საუბარი არა იჯარაზე, არამედ სრულფასოვან ტრანსფერზეა.
კატალონიური მედიის ინფორმაციით "ყვითელი წყალქვეშა ნავის" დამრიგებელს, უნაი ემერის 20 წლის გარემარბის საკუთარ გუნდში ხილვა სურს და ვალენსიელები მასში 8 მილიონის გადასახდელად მზად არიან.
"ბარსელონას" გეგმა აბდესთან მიმართებაში ასეთია - ფეხბურთელი წინასასეზონო მზადებას ჩავის განკარგულებაში გაატარებს და კლუბი გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. მაროკოელის მომავალი იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება "ბარსასთვის" სატრანსფერო ბაზარი.
ეზალზული "ბარსაში" გასულ სეზონში 2 მილიონად გადმოვიდა. ამის გათვალისწინებით მასში 8 მილიონი ევროს აღება ცუდი ნამდვილად არ იქნება. თუმცა კლუბში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელს მომავალი აქვს და სავარაუდოდ, გაყიდვის შემთხვევაშიც კი მისი უფლებების ნაწილის შენარჩუნებას შეეცდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]