საჩემპიონო მსვლელობა დეტალებში

საჩემპიონო მსვლელობა დეტალებში

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონაში" ნამდვილი ზეიმი იყო. ფეხბურთელები ავტობუსით, რომელიც  "ბარსელონას" ფეხბურთელებით იყო მოხატული გავიდნენ კატალონიის ქუჩებში და აღნიშნავდნენ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, შემდეგ კი "კამპ ნოუზე" გადაინაცვლეს, სადაც მათ ათასობით გულშემატკივარი ელოდა.

ახლა კი გთავაზობთ დეტალურად თუ რა მოხდა აღნიშვნის დროს, რომელიც დაახლოებით 4 საათზე მეტი მიმდინარეობდა (გაითვალისწინეთ მითითებული არის ევროპული დრო, თბილისური დრო იქნება ევროპულ დროს +2 საათი)

18:00 "კამპ ნოუს" კარები გაიღო და გულშემატკივრებმა შესვლა და თავიანთ ადგილებზე დასხდომა დაიწყეს

18:30 ფეხბურთელებს გულშემატკივრები არამარტო სტადიონზე არამედ  ქუჩაშიც ელოდნენ, ამიტომაც კატალონიელები ავტობუსით გაემართნენ "კამპ ნოუსაკენ" და თან ქუჩებშიც აღნიშნეს ეს გამარჯვება

18:45 ტექნიკა მზადდება "კამპპ ნოუსთვის", ყველაფერი "ბლაუგრანას" ფერებში უნდა იყოს

19:00 "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ფერები გამოჩნდა, წითელი – ლურჯმა შუქებმა კატალონიური კლუბის სტადიონი გაალამაზა

19:05 ფეხბურთელები ავტობუსით მიემართებიან სტადიონისაკენ, 25 წუთში მათ გულშემატკივარი ელის

19:15 სანამ ფეხბურთელები სტადიონზე მივლენ, იქ შეკრებილ საზოგადოებას ორგანიზატორები სიმღერით "ართობენ"

19:25 ავტობუსი უკვე მიუახლოვდა "კამპ ნოუს", ეს გულშემატკივრებმაც შეიტყვეს, ისინი ოვაციებს ვერ მალავდნენ

19:35 სანამ ფეხბურთელები სტადიონზე შევიდოდნენ, "ბარსელონას" სტადიონის გარშემო პატარა მსვლელობა მოაწყეს, არანაკლები რაოდენობის ხალხი სტადიონს გარეთ ელოდა მათ კუმირებს

19:45 ერიკ აბიდალს განსაკუთრებით ოვაციებით ხვდებოდნენ გულშემატკივრები, ყველას მოეხსენება მისი ამბავი, ფრანგს გულშემატკივრები და ფეხბურთელები ამხნევებდნენ

20:10 როგორც ყოველთვის აქტიური იყო ხერარდ პიკე და დანი ალვესი, მათ სახეზე ღიმილი არ "შრებოდა", გულშემატკივრებიც აშკარად ხალისობდნენ მათ დანახვაზე

20:30 გულშემატკივრები ელოდნენ "კამპ ნოუზე" ფეხბურთელებს, ნაწილმა კი ამ დროს დაიწყო შესვლა სტადიონზე

20:59 ავტობუსი უკვე უშუალოდ სტადიონის შესასვლელთან გაჩერდა, ფეხბურთელები ემზადებიან სტადიონზე შესასვლელად

21:03 და აი დადგა დრო, რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ გულშემატკივრები, "ბარსელონას" ფერის "ცეცხლები" წარმოიშვა მოედანზე და ამის ფონზე ფეხბურთელებიც ნელ – ნელა შედიან სტადიონზე.

21:10 ჩავი და პუიოლი კატალონიის დროშიც შერბიან მოედანზე, გულშემატკივრებს ეს განსაკუთრებულად მოსწონთ

21:31 ყველა ფეხბურთელი მოედანზეა, ოვაციები არ წყდება და ბოლოს სტადიონზე "მისტერი" შემოდის და აი აქ კი "ფეთქდება" სტადიონი

21:33 სიტყვით გამოსვლის დროა, პირველი რათმქმაუნდა ღირსეული კაპიტანი კარლეს პუიოლია, იგი ხალხს მიმართავს: " დიდი მადლობა ამხელა მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ყველას ვინც კი ამ სეზონში მხარს გვიჭერდა, თქვენს გარეშე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა"

21:35 ჯერი გვარდიოლაზეა: "ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ზედიზედ მესამედ მოიგეს "ლა ლიგა", ისინი უნიკალურები არიან, მადლობა მათ"

21:37 შემდეგ ჩავი, აბიდალი, პინტო და ვალდესი გამოვიდნენ ასპარეზზე, განსაკუთრებული იყო აბიდალის გამოსვლა, რომელმაც ყველა მათგანს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

21:43 ჯერი მილიტოზე დადგა: "თქვენს გარეშე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, ყოველი წლის შემდეგ ვამაყობთ რომ ასეთი გუნდი ვართ"

21:44 ანდრეს ინიესტას სულ ახლახანს შეეძინა შვილი, მან გარკვეულწილად ეს გამარჯვება თავის შვილსაც მიუძღვნა

21:46 ლეო მესი: "მადლობა ყველაფრისათვის, ახლა ჩვენი მიზანი ერთია, გაგახაროთ 29 – ში "

21:49 მაკსერანოსი, პიკესიე, კეიტასი და ალვეშის გამოსვლებმა გულშემატკივრები გაამხიარულეს, განსაკუთრებით კი ხერარდის გამოსვლამ

21:53 ვილიას აზრით ახლა ტრიუმფის აღნიშვნის დროა, ამ გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა

22:02 სერხიო, პედრო, ადრიანო, აფელაი, მაქსველი, ბოიანი და ხეფრენი მადლობას უხდიდნენ გულშემატკივრებს

22:05 გამოსვლები დამთავრდა, ახლა დროა საპატიო წრის

22:07 ფეხბურთელები საპატიო წრეს ურტყავენ "კამპ ნოუს" კატალონიის დროშებთან ერთად

22:12 ჯგუფი შეიკრა მოედნის ცენტრთან

22:14 ზეიმი დასრულდა, "ფეხბურთელთა ხმები" მუსიკამ ჩაანაცვლა

22:20 ფეხბურთელები ნელ – ნელა ტოვებდნენ "კამპ ნოუს"

 

ახლა კი ვიდეო:

[media=http://www.youtube.com/watch?v=QcP8y4Vx5Uo]

 Visca El Barca And Visca Catalunya ! 



  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.