"კამპ ნოუ" ჩემპიონებს ესალმება

"კამპ ნოუ" ჩემპიონებს ესალმება

ევროპული დროით 21 საათზე "ბარსელონას" ფეხბურთელები უკვე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სულ რამდენიმე წუთში დაიწყო გამოსვლები ფეხბურთელებისა, რომელთა შინაარსი ერთი იყო, ისინი მადლობა უხდიდნენ კატალონიურ ინჩადას. 

ახლა კი პეპ გვარდიოლას გამოსვლა, რომელსაც ძალიან დიდი ოვაციები მოჰყვა.

"დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ჩვენ აქ ვართ რათა ერთად ვიზეიმოთ ჩემპიონობა, ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, ისინი უნაკლონი და ფანტასტიურები არიან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა კიდევ ერთი ასეთი დღე გაჩუქოთ უახლოეს მომავალში. Visca El Barca ! Visca catalunya ! 

საინტერესო იყო დავიდ ვილიას გამოსვლაც, რომელიც წინა სეზონში გადმობარგდა "ბარსელონაში", გულშემატკივრებმა არც მის მიმართ დაიშურეს აპლოდისმენტები. 

"ეს ერთი დიდი ოჯახის გამარჯვება, ეს ყველაფერი თქვენთვის არის მოძღვნილი. თქვენ ეს დაიმსახურეთ, რადგანაც მთელი სეზონის განმავლობაში მხარს გვიჭერდით, ჩვენ ამას ვგრძნობდით და უფრო და უფრო მოტივირებული ვხდებოდით". ამის შემდეგ დაიწყეს ფეხბურთელებმა სიმღერა: Campeoness, Campeoness Ole Ole Ole !  

ცოტა ხანში შემოგთავაზებთ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელის კომენტარს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.