უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა
Sport-ისა და Mundo Deportivo-ს ცნობებით, უსმან დემბელე "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
კატალონიური პრესის ინფორმაციით, ფრანგი შემტევი ხელფასს 40%-ით შეიმცირებს, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მალე გააფორმებს და "ბარსაში" 2024 წლამდე დარჩება. მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ და შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს საათებში შედგეს.
დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს და "ბარსელონა" მისი პრიორიტეტია. ზემოაღნიშნული წყაროების თანახმად, უსმანი და "ბლაუგრანა" საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კატალონიაში დარჩენა საუკეთესო გამოსავალია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2

კომენტარები [ 21 ]