რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე - ჩავი ერნანდესის ფავორიტი ტრიო
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, შემტევებს შორის, "ბარსელონა" მთავარი სამიზნეები რობერტ ლევანდოვსკი და რაფინია არიან.
ბრაზილიელი ფეხბურთელის თაობაზე "ბარსა" "ლიდსთან" შეთანხმებას უახლოვდება. ტრანსფერში მთავარ ფაქტორს თავად რაფინიას სურვილი თამაშობს - მას მხოლოდ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება სურს.
რაც შეეხება ლევანდოვსკის - "ბლაუგრანა" პოლონელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდის და რობერტის აგენტ პინი ჰაზავისგან პირობა აქვს, რომ ამ თანხით "ბაიერნის" დათანხმებას შეძლებს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით, უსმან დემბელე "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტს გააფორმებს - მხარეები ხელშეკრულების 2024 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
ამ სამეულის გარდა, გუნდში ანსუ ფატი, ფერან ტორესი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და მემფის დეპაი ირიცხებიან, თუმცა, Sport-ის ინფორმაციის თანახმად, მომავალი სეზონისთვის ჩავი ერნანდესის ფავორიტი შემტევი ტრიო სწორედ რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]