სამუელ უმტიტი ბარსელონადან რენში უფასოდ გადავა
თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სამუელ უმტიტი "ბარსელონას" დატოვებს.
ფრანგი მცველი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის და კატალონიური გრანდი მის გაშვებაზე მუშაობს.
ადრე გავრცელებული ცნობებით, "ბარსა" და "რენი" მოლაპარაკებებს უმტიტის იჯარის თაობაზე აწარმოებდენ, ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი საფრანგეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ გადავა, ვინაიდან, კატალონიელები მას კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას მისცემენ.
წყაროს თანახმად, მხარეები საბოლოო დეტალებს აგვარებენ და სამუელის თანხმობას ელოდებიან. დიდი ალბათობით, შეთანხმება ამ კვირაში შედგება.
უმტიტის ტრანსფერში დიდ როლს "რენის" ამჟამინდელი თავკაცი ბრუნო ჟენეზიო თამაშობს, რომელიც ფრანგ მცველს "ლიონში" მუშაობისას წვრთნიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]