ბაიერნში ფიქრობენ, რომ 1-2 წელიწადში ბარსელონა აღარ იარსებებს
მიუნხენის "ბაიერნი" არ აპირებს, "ბარსელონას" რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერში ბონუსების გათვალისწინების, ან თანხის ნაწილობრივ გადახდის საშუალება მისცეს. გერმანული კლუბი ესპანელებისგან 50 მილიონი ევროს პირდაპირ გადახდას ითხოვს.
ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტ ჰონიგშტაინზე დაყრდნობით Sport ავრცელებს, სიახლე არაა. აქამდეც ვიცოდით, რომ "ბაიერნს" 50 მილიონის პირდაპირ მიღება სურდა. თუმცა ჰონიგშტაინი მიუნხენელთა ასეთი ქცევის მიზეზს ასახელებს.
- განაცხადა ჰონიგშტაინმა პოდკასტ The Totally Football Show-ში.
როგორც ჩანს, "ბაიერნში" შიშობენ, რომ "ბარსელონა" უახლოეს მომავალში გაკოტრდება და ლევანდოვსკის ტრანსფერის თანხის ბოლომდე გადახდას ვერ მოახერხებს. ეს მსგავსი პირველი შემთხვევა არაა, მიუნხენელებმა არაერთხელ გამოხატეს გაკვირვება იმის გამო, რომ "ბარსა" აქამდე გაკოტრებული არაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]