სერჟინიო დესტი ბარსელონაში რჩება

სერჟინიო დესტი ბარსელონაში რჩება

ბოლო კვირების განმავლობაში სატრანსფერო ბაზართან მიმართებაში სერჟინიო დესტის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა. ბოლოს ეს მაშინ მოხდა, როდესაც "ჩელსის" ახალი მესაკუთრე ტოდ ბოელი ჟოან ლაპორტასთან მოლაპარაკებას მართავდა.

გავრცელებული ინფორმაციით "ჩელსი" "ბარსას" ახალგაზრდა ამერიკელი მარჯვენა მცველითაა დაინტერესებული, თუმცა თუ Sport-ს დავუჯერებთ, დესტის "ბლაუგრანაში" დარჩენა გადაწყვეტილია.

იდეალურ სიტუაციაში "ბარსელონას" სურს, რომ სესარ ასპილიკუეტა დაიმატოს, სერჟინიო დესტი შეინარჩუნოს და მომდევნო სეზონში მათ შორის კონკურენცია იყოს.

სერჟინიო დესტი "ბარსელონაში" 2020 წელს "აიაქსიდან" 21 მილიონ ევროდ გადმოვიდა. კატალონიური კლუბის მაისურით გამართულ 72 თამაშში მას 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 9 ივლისი 2022 22:38
    0
    პერსპექტივა ჯერ კიდევ აქვს და იქნება დადგეს ამისგან რამე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 9 ივლისი 2022 19:57
    0
    ბოლო შანსია მაგისთვის. ჩავის ხელში თუ ვერ გაიხსნა მაშინ გასაშვებია

    ბოლო შანსია მაგისთვის. ჩავის ხელში თუ ვერ გაიხსნა მაშინ გასაშვებია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 ივლისი 2022 17:08
    0
    თუ დესტიც დარჩა და ასპიკულიეტაც მოვიდა მაშინ რობერტოს დააკავეთ სახეხი სკამისთვის. ნახევარდაცვაში კი იმხელა კონკურენცია იჩითება, როდის უნდა ითამაშოს მაგან. ჯობდა დაეგაზა, თუმცა საკითხავია, სად, ვინ იწვევდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 ივლისი 2022 15:15
    2
    იმედია ტრამვა ბოლომდე მოიშუშა და აღარ გამოტოვებს განვითარებას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 ივლისი 2022 13:39
    0
    რა ასპილიკუეტა joy კუნდე დაჩაგრავს სისწრაფეში ფლანგზე ამასაც და ასპილიკუეტასაც .....თქვენი არვიცი და ყველაზე დიდი პრობლემა ისევ ფლანგები მგონია .....ვარჯიშებზე ბალდე დავინახე ეგებ ეგ მაინც ათამაშდეს და მოუმატოს თუმცა დაცვით თამაშში ეგეც დიდი ვერაფერი იყო
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #4 9 ივლისი 2022 13:11
    5
    კაია, სწორი გადაწყვეტილებაა, ტრავმამდე ცუდი არ იყო და იმედია კიდევ უფრო განვითარდება ჩავის ხელში
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 9 ივლისი 2022 12:47
    2
    ამ ეტაპზე უნდა დარჩეს კიდეც, რობერტოს იმედზე ხოარ ვიქნებით აბა, თუ აზპი მოგვყავს მაინც დესტის დარჩენა ჯობია, ტრამვამდე თუთქოს კარგ ფორმაში იყო
    Culé [?]
    #2 9 ივლისი 2022 12:46
    5
    მე ვფიქრობ ცუდი ბიჭი არაა და პოტენციალიც აქვს რომ ძირითადში იყოს ბოლოს ჩავისთან ათამაშდა და დაიმტვრა თორე ცუდი არ იყო.
    Culé [?]
    #1 9 ივლისი 2022 12:16
    1
    მერამდენე წელია მარჯვენა მცველის პრობლემაა გუნდში ვერავინ ვერ გაამართლა და ვერც ეს ამართლებს