დემბელე ახალ კონტრაქტს მომავალ კვირაში გააფორმებს
"ბარსელონა" უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად მომავალ კვირაში დაადასტურებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი ანაზღაურებას 40%-ით შეიმცირებს (თავისივე პერფორმანსის მიხედვით ის ბონუსებს მიიღებს. ყველა პუნქტის გააქტიურების შემთხვევაში, დემბელეს სეზონური ხელფასი 10 მილიონს მიაღწევს) და კატალონიურ კლუბთან ახალ, 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რის შემდეგაც წინასასეზონო მზადებას დაიწყებს.
"ლურჯ-ბროწეულისფერები" უსმანის აგენტ მუსა სისოკოს არანაირ საკომისიოს არ გადაუხდიან. ეს უკანასკნელი "ბარსასა" და სხვა დაინტერესებული კლუბებისგან სწორედ მსგავს ბონუსს ითხოვდა, მაგრამ ეს არ მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ამ საგაში ერთადერთი წაგებული სწორედ სისოკოა.
Relevo-ს ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას დემბელეს დატოვება ჩავი ერნანდესმა სთხოვა, რადგან მწვრთნელი მას გუნდის ფუნდამენტალურ წევრად მიიჩნევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]