ბარსელონასა და ბაიერნს შორის შეთანხმება შედგა - ლევანდოვსკი კატალონიაში გადმოდის
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის სრული შეთანხმება შედგა! - რობერტ ლევანდოვსკი კატალონიურ გრანდში გადმოდის.
პოლონელი თავდამსხმელი "კამპ ნოუზე", შესაძლოა, შაბათს, კვირას ან ორშაბათს წარადგინონ.
ცნობებს SER-იც ადასტურებს და დასძენს, რომ ლევანდოვსკის გარემოცვა ტრანსფერის გაოფიციალურებას ამ კვირაში ელის.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსაში" რობერტის გადმოსვლა ახლა უკვე მხოლოდ დროის საკითხია. დღევანდელი მოლაპარაკებები გადამწყვეტი აღმოჩნდა - "ბაიერნისგან" საბოლოო დასტური და ტრანსფერი ოფიციალური გახდება.
ლევანდოვსკი "ბარსელონასთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
როგორც ჯანლუკა დი მარიო იტყობინება, პოლონელი ხვალ "ბაიერნის" ბაზაზე არ გამოცხადდება, ტობი ალტშეფლი კი იუწყება, რომ ის გერმანიასაც ხვალვე დატოვებს და "ბარსასთან" ერთად აშშ-ში იქნება.
Mundo Deportivo-ს თანახმად, ლევანდოვსკის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროს + 5 მილიონია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]