ბარსელონას განაცხადი ამერიკული ტურისთვის
"ბარსელონა" დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და ამერიკული ტურის ფარგლებში 4 შეხვედრას ჩაატარებს.
ჩავი ერნანდესი აღნიშნული მატჩისათვის კატალონიელთა 28-კაციან განაცხადს ასახელებს:
მეკარეები: ტერ შტეგენი, ი. პენია, არნაუ ტენასი;
მცველები: დესტი, პიკე, არაუხო, ალბა, ერიკ გარსია, კრისტენსენი, ბალდე;
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, პედრი, ნიკო, ს. რობერტო, ფ. დე იონგი, გავი, პიანიჩი, კესიე, პ. ტორე, კასადო;
შემტევები: დემბელე, დეპაი, ფატი, ფ. ტორესი, ობამეიანგი, კოლიადო, რაფინია, ეზ აბდე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ შემადგენლობას მალე ლევანდოვსკიც დაემატება.
როგორც ვხედავთ, მთავარ მწვრთნელს აშშ-ში ბრეითუეიტი, მინგესა, უმტიტი, რიკი პუჩი და ნეტუ არ მიჰყავს, რადგან ისინი ჩავის გეგმებში არ შედიან. "ბარსას" სურს, ჩამოთვლილი მოთამაშეები რაც შეიძლება მალე გაასხვისოს.
კატალონიური კლუბის ახალწვეული რაფინია განაცხდში, რა თქმა უნდა, პირველად მოხვდა. ასევე, კარგი ამბავია, რომ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თამაშის ნებართვა მიიღეს პიკემ და სერჟი რობერტომ.
ამერიკაში "ბარსელონა" "ინტერ მაიამის", "რეალს", "იუვენტუსსა" და "ნიუ იორკ რედ ბულზს" დაუპირისპირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]