ენრიკე: ”ატლეტიკო” კარგი ვარიანტია”

ენრიკე: ”ატლეტიკო” კარგი ვარიანტია”


ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ”ბარსელონაშიც” და მადრიდის ”რეალშიც” ითამაშა ამჟამად ”ბარსა ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 41 წლის სპეციალისტი მომავალი სეზონიდან მადრიდს ”ატლეტიკოს” ჩაიბარებს. ლუის ენრიკემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

”ახალი კანდიდატები ყოველ კვირას ჩნდებიან. ახლა ჩემი სახელი მოხვდა პრესის პირველ გვერდებზე. ”ატლეტიკოსთან” არავითარი კავშირი არ მქონია და საკონტრაქტო შეთანხმება მიღწეული არ არის. ”ატლეტიკო” ძალიან კარგია ვარიანტია. ეს ძალიან დიდი გუნდია დიდი შესაძლებლობებით. ჩემთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება ძალების პრიმერაში მოსინჯისთვის. სინამდვილე ასეთია: სამი მატჩი მაქვს ჩასატარებელი ”ბარსა ატლეტიკში”, ხოლო შემდეგ ვნახოთ რა მოხდება”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.