აბიდალი: ”შევიცვალე, დავინახე რა საავადმყოფოში სიცოცხლისთვის მებრძოლი ბავშვები”

აბიდალი: ”შევიცვალე, დავინახე რა საავადმყოფოში სიცოცხლისთვის მებრძოლი ბავშვები”


კატალონიური ”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი 37-ე ტურის მატჩში ძირითადში გამოვიდა და თითქმის მთელი მატჩი ითამაშა. ფეხბურთელი კმაყოფილია თავისი ფორმით და იმედი აქვს, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი ფინალისთვის სრულიად მზად იქნება, გვამცნობს მადრიდული as.

”ინგლისელებთან მატჩში ყველა მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ. ჩვენმა ფიზმომზადების მწვრთნელებმა იციან, თუ რა მჭირდება ამისთვის. არ მეწყინება, თუ ფინალში არ ვითამაშებ, მაგრამ ჩემი გუნდი გაიმარჯვებს. ყოველთვის ვგრძნობდი გულშემატკივრი მხარდაჭერას, რაც დამატებით ძალებს მაძლევდა. ასეთი ტრავმის გადატანა ძალიან რთულია. ჩემს შემთვევაში შემეცვალა ხასიათი, რადგან საავადმყოფოში ვხედავდი ბავშვებს, რომლებიც სიცოცლისთვის იბრძოდნენ” - განაცხადა აბიდალმა.

შეგახსნებეთ, რომ მარტის თვეში აბიდალს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს, რის შემდეგაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

p.s. ესეც ჩემი 400 სტატია ბარსამანიაზე

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.